დღეს, მთელი დღის განმავლობაში, “სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდებათ.
კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან გვატყობინებენ, რომ, მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარისა, “სქაიტელის” სათაო ოფისიდან პასუხობენ:
“არის გლობალური დაზიანება. მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ჩვენი ჯგუფი. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.”
თუმცა მომხმარებლებს არავინ ეუბნება, როდის მოხდება დაზიანების აღმოფხვრა და ინტერნეტის მიწოდების აღდგენა.





























































