როგორც მოძრაობის ხელმძღვანელმა, გია ჟორჟოლიანმა თქვა, საქართველოს მასშტაბით 40 ჯგუფი მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ლანჩხუთია, სადაც ოფიციალურად გაიხსნა მათი პირველი ოფისი.
“ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე ძლიერი იყო სოციალ-დემოკრატია. ჩვენი პარტია სულ ერთი წელია, რაც ჩამოყალიბდა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ქვეყნის განვითარების პროგრამაზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად და გვჯერა, რომ ახალი მთავრობა სწორი გზით მიდის. პირველი რაიონული ოფისის გახსნა ლანჩხუთში იმასაც უკავშირდება, რომ ჩემი წინაპრები სოფელ ჭყონაგორაში არიან დაკრძალულები“, _ თქვა ჟორჟოლიანმა.
პრეზენტაციას გურიის დეპუტატები, თემურ ჩხაიძე და თემურ ჭკუასელი ესწრებოდნენ. ასევე გია ჟორჟოლიანთან ერთად იმყოფებოდა კობა ნარჩემაშვილი და გელა ბანძელაძე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობაში. ორგანიზაციის საქმიანობას ლანჩხუთში კოორდინირებას სოსო შეიზაშვილი გაუწევს.
,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა, გია ჟოჟოლიანმა მოძრაობის იდეების შესახებაც ისაუბრა: საქართველო, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას, იქნება სოციალ-დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. ამ მუშაობის პერიოდში ჩვენ ასევე უნდა შევარჩიოთ ადამიანი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ავტორიტეტული და კომპეტენტური, _ თქვა ჟორჟოლიანმა.