კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, საფრანგეთის ელჩი პარლამენტში პირველად არის და იმედოვნებს, რომ შეხვედრა საინტერესო გამოდგება.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისში. ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს პრობლემატიკაზე, როგორ ხედავს ელჩი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რეფორმებს. საინტერესოა მისი შეფასებების მოსმენა. შევეხებით საგარეო პოლიტიკას. ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებს,” _ განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას.