ელჩის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველო საფრანგეთის ურიერთიერთობებს: “ძირითადად, ვისაუბრეთ, საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობაზე, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივია. ჩვენ შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ჩემი ერთ-ერთი მესიჯი იყო, რომ გაიზარდოს საქართველოში ინტერესი ფრანგული ენის მიმართ და უფრო გაძლიერდეს საგანმანათლებლო საქმიანობა ამ კუთხით. მე კანონმდებლებს ვთხოვე, იმუშავონ კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას შეთავაზებას სკოლებში ისწავლებოდეს ერთზე მეტი ენა ანუ ფრანგულიც ისწავლებოდეს სხვა ენასთან ერთად,” _ განაცხადა რენო სალენსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.