და მიჩნევს, რომ ამ კუთხით კანონის შერბილება არ უნდა მოხდეს.
“დებატები არის ცხარე, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ დავუჭერდით ცვლილებების შეტანას მხარს”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტში. იმიტომ, რომ ეს გახლავთ საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე გაჩვენებთ სურათებს _ ეს არის რუსეთის მოქალაქეების მანქანები, რომლებიც გადმოსულია საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის საქართველოს რუკა, რომელზეც არ არის აფხაზეთი _ საერთოდ მოჭრილია. ასეთი ადამინებისთვის არ უნდა მოხდეს სასჯელის ზომების შერბილება,” _ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტში წარდგენილი”ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, დაპატიმრების ნაცვალად, 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდება ანუ სუბიექტის მიერ პირველად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციულით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეს ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება ან შეეფარდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.