13 წლის წინ წალკაში ჩასახლებული ასობით ეკომიგრანტი ოჯახი ქუჩაშია დარჩენილი. ისინი წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ავრანლო, ედიქილისა, თეაქილისა, არწივანი) საბერძნეთიდან დაბრუნებულმა სახლის მესაკუთრეებმა გამოასახლეს.
13 მაისს, ეკომიგრანტები 16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში დაბრუნდნენ და მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტების რაოდენობა 200–მდეა. ავრანლოს ერთ–ერთი მაცხოვრებლის, თემურ მგელაძის ინფორმაციით, აჭარაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. აქციის მონაწილეები ღამეს მიკროავტობუსებში ათევენ.
აქციის მონაწილეებთან წალკის პოლიციის უფროსი კახა ჭუმბურიძე მივიდა.
ჭუმბურიძემ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა: “დაიშალეთ და წადით სახლში, არავინ არ არის გამოსახლებული და ჩემი თხოვნაა, აქცია დაასრულოთ,” – განაცხადა ჭუმბურიძემ.
6 შვილის დედა ჟუჟუნა მიქელაძე რამდენიმე დღის წინ სოფლის სკოლა–ინტერნატის შენობაში იმ ოთხ ოჯახთან ერთად შესახლდა, რომლებსაც სახლები დაატოვებინეს.
“რას ნიშნავს არავინ გამოუსახლებიათ? ჩვენ ამ სახლემწიფოში არავინ ვართ? ხუთი ოჯახი ახლა გამოასახლეს, 15 კიდევ ელოდება გამოსახლებას, თუ სახლის პატრონს დათქმულ დროში 2000 ლარს არ გადაუხდიან. როდის უნდა მოიცალოს სახლემწიფომ ჩვენთვის?” _ აცხადებს მრავალშვილიანი დედა, ჟუჟუნა მიქელაძე.
სოფელ ავრანლოს რწმუნებული რამინ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ეკომიგრანტების გამოსახლება ნამდვილად მოხდა და დასძენს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა ამ 13–წლიან პრობლემაზე.
“ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა, ეს სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს და ხალხს თავშესაფარი მისცეს,” – აცხადებს სოფლის რწმუნებული.
13 წლის წინ წალკაში ჩასახლებული ასობით ეკომიგრანტი ოჯახი ქუჩაშია დარჩენილი. ისინი წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ავრანლო, ედიქილისა, თეაქილისა, არწივანი) საბერძნეთიდან დაბრუნებულმა სახლის მესაკუთრეებმა გამოასახლეს.
13 მაისს, ეკომიგრანტები 16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში დაბრუნდნენ და მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტების რაოდენობა 200–მდეა. ავრანლოს ერთ–ერთი მაცხოვრებლის, თემურ მგელაძის ინფორმაციით, აჭარაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. აქციის მონაწილეები ღამეს მიკროავტობუსებში ათევენ.
აქციები წალკის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.