შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ამჟამინდელ ფინანსური მდგომარეობაა. ხადურის განცხადებით, ის ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.
“მე მოვისმენ მათ კითხვებს და ყველა კითხვას გავცემ ამომწურავ პასუხს. მზად ვართ იმისთვის, რომ სრული სურათი წარმოვადგინოთ, რა ხდებოდა 2012 წელს, რა წინაპირობები იყო 2013 წლისთვის და როგორი სიტუაცია დღეს ქართულ ეკონომიკაში,” _ განაცხადა ხადურმა შეხვედრის დაწყებამდე.
უმცირესობამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ მოითხოვა. მათი განცხადებებით, საქართველოში სრული ეკონომიკური სტაგნაციაა, რაშიც ხადურის უწყებას მთავარ დამნაშავედ თვლიან.