გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ფარულად შევიდა “ინფო 9”-ის ოფისის სააპარატურო ოთახში და შურისძიების მიზნით, ვიდეოკამერების შესანახ ჩანთებს ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ ფარულად დაეუფლა ერთ-ერთ ვიდეოკამერას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ზაალ ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას “„ინფო 9”-ის კუთნილი, მოპარული კამერა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით და 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).