ოფისის ხელმძღვანელმა, გია ფირცხალაიშვილმა მხოლოდ ოფისის პრეზენტაცია მოაწყო და მისი მხრიდან არანაირი პოლიტიკური განხადებები არ გაკეთებულა.
“გაერთიანება “ეროვნულები” მხარს ვუჭერთ ბიძინა ივნიშვილს. ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითნამშრომლებთ. მათთან გვინდა თანამშრომლობა, ძმობა და არა სიტყვის გატეხვა”, _ თქვა ფირცხალაიშვილმა, რომელიც შემოვიდა წინადადებით და გაერთიანების სახელით ლანჩხუთის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შესთავაზა , შეიქმნას სამოქალაქო კლუბი: “ეს კითხვა-პასუხები და მიწერ-მოწერები რომ აღარ იყოს, ჯობია, ვნახოთ დარბაზი და ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურასთან, ნებისმიერ თემაზე დისკუსია გავმართოთ”, _ თქვა ფირცხალაიშვილმა.