_ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ.
“ვისაუბრეთ 2012 წელზეც თუმცა, ძირითადად უმცირესობის ინტერესი იყო 2013 წელი და ის საკითხები, რომელიც ხორციელდება. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, რომ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტში, მას არანაირი პრობლემები არ შეექმნება. ბიუჯეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და ვფიქრობ, რომ წელი იქნება საკმაოდ წარმატებული.
შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ეკონომიკა არის მსოფლიოში 114-ე ადგილზე და, ცხადია, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ გვაქვს,” _ განაცხადა ნოდარ ხადურმა უმცირესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.