და აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს და მის გუნდს ჰქონდა მონოპოლიები შექმნილი,
რომელმაც საქართველოს ეკონომიკა შეიწირა.
“ზურაბ ჯაფარიძის იდეოლოგიურ მამებს და მთავრობას ჰქონდათ მონოპოლიები შექმნილი. ზოგადად, ეს მონოპოლიები იყო ბიზნესმონოპოლიები და ამ მონოპოლიების მსხვერპლი არის საქართველო ეკონომიკა და ქართული საზოგადოება. ამიტომ, ახლაც ყველგან მონოპოლიები ელანდებათ. პროფკავშირი არ არის კერძო საკუთრება და ზურა ჯაფარიძეს რომ ჰგონია, რომ ჩემია პროფკავშირი, არ არის ჩემი. ეს არის ზოგადი მცნება დასაქმებულთა დაცვისა. პროფკავშირი შეუძლია შექმნას ნებისმიერმა 50 კაცმა, აწარმოონ შრომითი დავა და გაერთიანდნენ ნებისმიერ ორგანიზაციაში.
ზურაბ ჯაფარიძეს უნდა იყოს ყვითელი ჯიბის ასოციაციები, იყოს საწარმოო კონფლიქტები, ეს საწარმოო კონფლიქტები გადავიდეს ქუჩაში და იყოს არეულობა, რომ მერე განაცხადონ, ჩვენი ხელისუფლების დროს იყო სიმშვიდე და ახლა ნახეთ, არის დესტაბილიზაციაო.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს მეტნაკლებად ყველაფერზე იქნა კონსენსუსი მიღწეული. მე არ ვიცი, საკომიტეტო მოსმენების დროს რა იქნება, რადგან სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანები არიან იქ და ზოგადად არის გარკვეული შენიშვნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს როგორც ჩვენი კომპეტენციის, ისე საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს პროფკავშირის მხარდამჭერი ევროპული და ამერიკული სტრუქტურებისა, რომ ეს კოდექსი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს მომავალს,” _ განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.