უმრავლესობის მხრიდან კი ამ გადაწყვეტილებას უბრალო ახირებად აფასებს: “გამომდინარე იქედან, რომ არსებობს უმცირესობის კვოტა, უმცირესობა აყენებს ჩემს კანდიდატურას. რაიმე ხელშესახები არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ვიყო მე ჯგუფის წევრი, უმრავლესობას არ გააჩნია. მითუმეტეს, ეს მათი საქმე არაა, რადგან უმცირესობის კვოტაა. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ ახირებასთან.”
კითხვაზე, რა მოტივაცია აქვს უმრავლესობის წევრებს “ნდობის ჯგუფში” მის დაბლოკვასთან დაკავშირებით, თარგამაძემ ასე უპასუხა: “მე რუსებს არ ვუყვარვარ, პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, საგანელიძეს არ ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ პრემიერ მინისტრს. არც მე არ მიყვარს ისინი,” _ თქვა გივი თარგამაძემ.