_ ამ სათაურით გამოქვეყნდა რელიზი ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
“საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანს ტიმერმანსი შოკირებულია იმ ქაოსით, რაც თბილისში სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველ დემონსტრაციას მოჰყვა. გეების წინააღმდეგ გამართული კონტრ-დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა, რამდენიმე დაშავდა კიდეც. მსგავსი ფაქტები დაუშვებელია, განსაკუთრებით, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რადგან ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ მიეცათ ისეთი ფუნდამენტური უფლებების გამოხატვის საშუალება, როგორიცაა გამოხატვისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება.
ნიდერლანდების მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად კვლავაც შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ პოლიცია ვალდებულია დაიცვას სექსუალური უმცირესობების უფლებები, _ განაცხადა ბატონმა ტიმერმანსმა.
ნიდერლანდების მთავრობამ ჰააგაში საქართველოს ელჩი გამოიხმო და თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა.”