თავად ჯემალ ჭკუასელი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია, როდესაც მისი სახელობის ვარსკვლავი ოზურგეთში იხსნება.
_ როგორც იცით, სისხლით და ხორცით ვარ გურული და აქ გაზრდილი. როგორ გითხრათ, მე არ ვარ ცივსისხლიანი, რომ არ ავღელდე. აქ, გურიაში, სხვა განცდა და პასუხისმგებლობაა. დიდი პატივი და სიხარულია, სიყვარული მეღვრება სულსა და გულში, როცა ასე გვექცევიან და ვარსკვლავს გიხსნიან. ვარსკვლავისგან შორსა ვარ, მაგრამ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში.
_ ბატონო ჯემალ, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენთან საუბრის დროს, რომ გურიაში “ერისიონის” კონცერტი იმის გამო არ იმართება, რომ ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული…
_ ახლაც ასეა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ეს შოუ ჩატარებულიყო. მაგალითად, ეს სცენა “ალბატროსმა” შეგვიძინა.
_ შოუში მხოლოდ თქვენი ანსამბლი იღებს მონაწილეობას?
_ მე პასუხისმგებელი მხოლოდ “ერიოსინიოს” შოუზე ვარ, მეტი არაფერი ვიცი, ვინ მომილოცავს და რა სიურპიზები იქნება. _ გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.
“ერისიონის” შოუ დღეს, საღამოს 20:00 დაიწყება. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, კონცერტს ოზურგეთელი ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი დაესწრება.