შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს: გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ფიზიკური პირის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში საწვავის იმპორტის რაოდენობა განისაზღვრა”. _ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, “აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ტვირთის/მგზავრთა საერთაშორისო გადაზიდვას/გადაყვანას ახორციელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საერთაშორისო გადაზიდვა აზერბაიჯანი-საქართველოს და პირიქით მიმართულებით დღის განმავლობაში 48 ავტორეისით ხორციელდება. აქედან 43 ავტობუსი ქართული კომპანიების კუთვნილებაა და მხოლოდ 5 რეისს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის წახალისება, სიცრუეა”.
“დღეისათვის, საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადებისაგან თავისუფლდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი ისპირი, რომლისავტოტრანსპორტის სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
აღნიშნული ნორმა ზოგიერთი გადამხდელის მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად. კერძოდ, ხდება აღნიშნული გზით შემოტანილი საწვავის უკანონო რეალიზაცია, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ნავთობპროდუქტების შემომტანი გადამხდელების ბრუნვასა და, შესაბამისად,საბიუჯეტო შემოსავლებზე. უხეში გათვლებით, ყოველწლიურად, საწვავის უკანონო რეალიზაციის გამო, შემოსავლების სახით ბიუჯეტი 20 მილიონ ლარზე მეტს კარგავს.
დიზელის საწვავის შემოტანა ძირითადად აზერბაიჯანიდან, საბაჟო გამშვები პუნქტების, “წითელი ხიდის” და “ლაგოდეხის” გავლით ხორციელდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურები საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8-10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს დასაწვავის შემომტანს ტრანსპორტირების ხარჯის გაწევა ფაქტობრივად არც უხდება. საწვავის შემომტანები არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც პროდუქტი საკუთარი ავტომანქანების (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი) ავზებით შემოაქვთ. დღის განმავლობაში,ამ მეთოდით, წითელი ხიდისა და ლაგოდეხის სგპ გავლით, ქვეყანაში საშუალოდ 100-დან 150-ტონამდე დიზელის საწვავი შემოდის.
შემოტანილი საწვავის რეალიზაცია ხორციელდება როგორც საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონში და, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში (მიწების დამუშავება, ხვნა-თესვა და ა.შ.) გამოიყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში კიდევ ერთი კანონდარღვევით – არა ბენზინგასამართი სადგურებიდან ხორციელდება.
საკანონმდებლო ცვლილება
ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მომზადდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომელიც ძალაში შევა ა/წლის 23 მაისს.
ბრძანების მიხედვით, ხდება სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოტანილი დაუბეგრავი საწვავისრეგლამენტირება. კერძოდ, ფიზიკურპირს უფლება აქვს დაუბეგრავად შემოიტანოს: სატრანსპორტო საშუალების სტრანდარტული ავზით საწვავი (ოდენობის შეუზღუდავად) 3-ჯერ, ხოლო ამაზე მეტჯერ შემოტანისას − მსუბუქი ავტოსატრანსპორტოსაშუალების შემთხვევაში მხოლოდ 10 ლიტრი, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მხოლოდ 20 ლიტრი.
რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოხდება მათი საწვავის ავზ(ებ)ის ნიშანდება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ით გადაადგილება.
ცვლილებები მომზადებულია ევროსაბჭოს რეგულაციების (ევროსაბჭოს რეგულაცია N918/83); და რიგი ქვეყნების გამოცდილების (ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი) გათვალისწინებით,” _ ნათქვამია განცხადებაში.