_ ასეთია ის მოთხოვნები, რომელსაც ონლაინ პეტიციაზე ხელმომწერი პირები უჭერენ მხარს.
მოქალაქეთა საინიაციტივო ჯგუფმა პარლამენტს პეტიციით მიმართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნებია გაწერილი. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, თათა ცოფურიშვილის თქმით, პეტიციას ამ დროისთვის 12 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს.
„ძალადობის მომხრე ყველა პირი უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, საერო თუ სასულიეროა ის. არავინ არ უნდა დადგეს ადამიანის უფლებებზე, კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა,“ _ აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
პეტიციაზე ხელმოწერები ისევ გრძელდება და პარლამენტის გარდა, ის გასაცნობად ქვეყნის პრემეირსა და პრეზიდენტსაც გაეგზავნება, შემდგომი რეაგირებისთვის.