რომლის თანახმად, გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ გამოტანილ აღკვეთის ღონისძიებას ასაჩივრებს.M
მისი განცხადებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა: “ჩვენ გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განჩინებას, ვინაიდან მოთხოვნა და დასაბუთება პროკურატურის მხრიდან უსაფუძვლოა და მოკლებული ყოველგვარ მოტივაციას. მნიშვნელოვანია, მივიღოთ დასაბუთება, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობას 72 საათში დაადგენს,” _ განაცხადა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.