საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვა ღმრთისმშობლის მიძინების ოზურგეთის საკათედრო ტაძარში უკვე ჩატარდა, რის შემდეგ იუსტიციის სახლის წინ სამხედრო, საპატრულო პოლიციის და სახანძრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის უფროსის, ილია ლეჟავას თქმით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა ოზურგეთში პირველად ტარდება:
_ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში პირველად არის წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები არიან ჩამოსულები და გურულებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ სამხედრო ტექნიკის ნახვის საშუალება, _ გვითხრა ილია ლეჟავამ.