დღეს ზუგდიდი ორ დღესასწაულს აღნიშნავდა _ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 74-ე წლისთავს. ზუგდიდის ცენტრალურ პარკში მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა, პარკს კი კოსტავას სახელობის პარკი დაერქვა. ბიუსტის განთავსების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ლაშა ქობალიას ეკუთვნის, ავტორი კი მოქანდაკე ბადრი სულუხიაა.
ბიუსტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ „შავლეგოს“ ფონზე გახსნა. ბიუსტი გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
პარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ლაშა ქობალიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ მერაბ კოსტავას ლექსი წაიკითხა და ყველას მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. სიტყვით გამოვიდნენ სხვა სტუმრები და ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები.