მხარეებმა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმაზე და რეგიონული განვითარების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობის რეფორმის კუთხით უახლოეს მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებზე გამახვილდა.
შეხვედრაზე საუბარი აღნიშნული მიმართულებით პოლონეთში გატარებულ რეფორმასაც შეეხო. პოლონელმა სტუმარმა დავით ნარმანიას პოლონეთში გატარებული თვითმმართველობის რეფორმის ეტაპები გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პოლონური გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.