https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჟენევის მოლაპარაკებები და ფიქრი ახალ ფორმატზე _ ვიდეო

18:04; 28.04.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, გაეროს შტაბბინაში ინტერვიუსას განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის დაფინანსების საკითხი პრობლემურია და ის მხოლოდ 30 აპრილამდე იფუნქციონირებს. ჯერ კიდევ 2009 წელს, გამოითქვა მოსაზრება, რომ რუსეთი შეეცდება მოკლას ჟენევის ფორმატი, რადგან ქართული მხარის ვარაუდით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ დისკუსიის ინტერნაციონალიზაცია.

ჯერჯერობით 2008 წლიდან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში 15 შეხვედრა უკვე გაიმართა. აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევის ფორმატი დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ღია ფანჯარა იყო. თუმცა, ექსპერტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთგავროვანი დამოკიდებულება აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის კვლევების ინსტიტუტთან ინტერვიუში აცხადებს:

“ჟენევა რომ არ იყოს, სულ რაღაც ილუზიები მექნებოდა იმისა, რომ იქნებ რაღაც გამოსავალი არსებობდეს, აი მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდეს, რაღაც ფორმატი რომ არსებობდეს, თუმცა არა. ფორმატი არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ ეს არის კარგი საშუალება რათა დავინახოთ ჩვენი უღირსი თავი ჩვენსავე მრუდე სარკეში.”

ამ თემაზე საუბრისას, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე აცხადებს: “თავისთავად, ასეთი ფორმატის არსებობა უკვე დადებითი შედეგია, მითუმეტეს, როდესაც გაწყვეტილია რუსეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. გარდა ამისა, ეს არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ რუსეთს არ ველაპარაკებით ერთიერთზე და იქ არის ჩართული და წარმოდგენილი როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ საქართველოს ის პარტნიორები, რომელთა დახმარების იმედიც აქვს საქართველოს. ეს არის ის პლატფორმა და ფორმატი, სადაც ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას შეგვიძლია ღიად მივაწოდოთ ჩვენ ხედვა კონკრეტულად ამათუიმ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მხარეს და ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო ხელისუფლებებს”.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში, საერთაშორისო დისკუსიები დაიწყო. ეს მოლაპარაკებები ტარდება ფორმატით სამს პლიუს სამი.

– საქართველო, რუსეთი და შეერთებული შტატები. ამავე დროს სამი საერთაშორისო ორგანიზაცია: ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ჟენევის მოლაპარაკებებზე პლენარული სესიის გარდა არსებობს მეორე ფორმატიც, რომელსაც მონაწილეები ესწრებიან ინდივიდუალური ფორმით და არა როგორც რომელიმე ქვეყნის დელეგაციის წევრები. ამ ფორმატმა რუსეთის ძალისხმევის შედეგად, საშუალება მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო წარმომადგენლებს მოლაპარაკებების პროცესში ჩართულიყვნენ, თუმცა საქართველოს მოთხოვნით ჟენევის შეხვედრებს ესწრებიან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებიც. შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი:

1. უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე,

2. ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხებზე.

მალევე გამოიკვეთა, რომ ქართული მხარე ომის შემდეგ მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატს აქტიურად გამოიყენებდა სტატუს ქვოს აღდგენისა და მედვედევ–სარკოზის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესასრულებლად. ასევე, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება რუსეთთან, თუმცა რუსული მხარე აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, მხოლოდ საქართველოსა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შორის ხედავს. ის თავს, აღნიშნულ კონფლიქტში მხარედ არ მიიჩნევს. შესაბამისად, საკითხი წინ ვერ მიდის.

პაატა ზაქარეიშვილი ამასთან დაკავშირებით დასძენს:

“შედეგი არის ის, რომ შედეგი არ არის, ანუ ჩემთვის ეს შედეგია რომ შედეგი არ არის. თუ გავიხსენებთ, 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულებას, როცა დასრულდა ქართულ–ოსური კონფლიქტი, 1993 წელს დასრულდა ქართულ–აფხაზური საომარი მოქმედებები და უკვე 1994 წლის აპრილ–მაისში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებებს, ანუ ერთ შემთხვევაში იმ დღეებშივე, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, და მეორე შემთხვევაში ერთ წელიწადში, უკვე 2008 წლის შემდეგ მესამე წელი გავიდა და დღემდე ჩამოყალიბდებულიც კი არ არის, ვინაა კონფქლიტის მხარეები: ქართულ–რუსული მხარე, როგორც საქართველოს მხარე ამბობს, თუ ქართულ–ოსური ერთი, პლიუს ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური.”

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ ფორმატის ფარგლებში არცერთი პრიციპული საკითხი არ დაკმაყოფილებულა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეულ წარმატებებს ადგილი მაინც ჰქონდა.

ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი ამასთან დაკავშირებით აცხადებს: “ჟენევის პროცესმა, საკმაოდ შეამცირა კონფლიქტის განახლების და ინციდენტების რაოდენობა და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში ყველა სადაო საკითხთან დაკავშირებით პოზიციები მაინც გახადა ნათელი. რაც შეეხება ჟენევის პროცესის მნიშვნელობას, საბოლოო ჯამში სტატუს ქვოს აღსადგენად ან აგვისტო–სექტემბრის შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმართულებით, რათქმა უნდა, მან ვერ შეასრულა თავის მიზნები”.

თენგო ფხალაძე კი დასძენს: “არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს დიალოგი გაეროს ეგიდითაა წარმართული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აძლიერებს საქართველოს პოზიციებს გაეროში და იმ რეზოლუციების მიღება, რაც თუნდაც გასულ წელს გაეროს ასამბლეაზე მოხდა, ეს ყველაფერი გამომდინარეობს სწორედ ჟენევის პროცესიდან.

როდესაც ვლაპარაკობთ ფორმატის ეფექტურობაზე, მხოლოდ იმ რეზოლუციებს და განცხადებებს კი არ უნდა ვუყუროთ, რაც მიღებულ იქნა ჟენევაში, არამედ ჟენევიდან გამომდინარე რა რეაქცია მოიტანა ამან საერთაშორისო არენაზე, თუნდაც ის, რომ უფრო და უფრო მკვიდრდება საერთაშორისო არენაზე ტერმინი ოკუპირებული ტერიტორიები ეს ყველაფერი არის ქართული დიპლომატიის წარმატება, ამიტომაც ჟენევის პროცესის შეჩერება არანაირად არ შეიძლება”

მაგრამ ფაქტია, რომ მხარეთა ჯიუტი პოზიციების არსებობა ზოგადად ფორმატის შედეგიანობას ვერ უზრუნვეყოფს. ჟენევის ფორმატში რუსული მხარის სტრატეგია კი ასე შეიძლება ფორმულირდეს:

შექმნას გარემო რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მაინც ხელს შეუწყობს სეპარატისტული რეგიონების აღიარების პოლიტიკას. ასევე რაიმე ფორმით მოახერხოს და გამოიყენოს მსგავსი ტიპის მოლაპარაკების ფორმატი საკუთარი ინტერესების მისაღწევად.

ამ მიმართულებით მან მოახერხა და ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩართო დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. ამავე პერიოდში კი გენერალური მდივნის ანგარიშის სათაურში სადაც ყოველთვის ფიგურირებდა “აფხაზეთი, საქართველო”, შეიცვალა ნეიტრალური ფორმულირებით, რასაც წინ უსწრებდა რუსეთისა და დე-ფაქტი აფხაზეთის წარმომადგენელთა ჟენევის მე-5 რაუნდის ბოიკოტირება. გენერალური მდივნის ანგარიში კი საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა:

გენერალური მდივნის მოხსენება წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808-ე, 1839-ე და 1866-ე რეზოლუციების შესაბამისად. ამ რეზოლუციებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებდა:

“ეს ნიშნავს იმას რომ სამდივნომ დიდხანს იფიქრა კომპრომისულ ვარიანტზე, ამიტომ შეიტანა ყველა ის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული. მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კომპრომისით, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კომპრომისი რაღაც სიხარულის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას ან მარიონეტულ რეჟიმებს”.

ასეთ პირობებში, ჟენევის მე-16 რაუნდამდე ცოტა ხნით ადრე როგორც ზემოთ ითქვა ცნობილი ხდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა.

პაატა ზაქარეიშვილი ფინასურ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს: “ფული მოდის გაეროდან. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი არის რუსეთი, ანუ რუსეთის მონაწილეობით იმართება გაეროს ფინანსები, მით უმეტეს იმ სფეროში, სადაც რუსეთის ინტერესები უშუალოდ არის ჩართული. შესაბამისად რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი აქვს ჟენევის მოლაპარაკებებზე ზემოქმედებაზე დაფინასების კუთხიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წესდებით ყველაფერი სწორია, ანუ გაერო ამბობს რომ დაფიქსირდით რამენაირად, რადგან მე არ შემიძლია ჰაერში ფული გადავიხადო. ამ შემთხვევაში გაერო სწორია და კითხულობს თუ სად მიდის მისი ფული, სადღაც უაზრო კონფლიქტში? გაერო ამბობ, მაჩვენეთ ჩემი ფული რაში იხარჯება”.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაციიდან, მალევე გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება: “პროცესი კარგ საშუალებას ქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარების საქმეში… მე, როგორც გაეროს გენერალური მდივანი მხარს ვუჭერ ყოველივე ამას”.

გაგრძელდება თუ არა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მეომარ მხარეებს შორის? ამასთან დაკავშირებით, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს:

“მე ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებზე კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს. ის ტაქტიკა, რომ საკითხი დავბლოკო, თავისთავად იმ მხარეს აყენებს არაკონსტრუქციულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ეს არაკომპორტულობა გამოსაყენებელია ქართული დიპლომატიის მიერ. ის რომ, რუსეთმა შეწყვიტოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, არ მგონია, რომ ეს იყოს საუკეთესო გამოსავალი თავად რუსეთისთვის, რადგან იმ ვითარებაში, როცა რუსეთი ცდილობს დაანახოს მსოფლიოს რომ ის მზად არის იყოს მედიატორი, თუნდაც ამ მიზნებიდან გამომდინარე არაკონსრუქციული პოზიციის დაჭერა და გამოსვლა ჟენევის ფორმატიდან, ვერანაირად ვერ წაადგება რუსულ დიპლომატიას.”

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმატიდან რუსეთი პოლიტიკურ სარგებელს მაინც ნახულობს.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ “თუ ვინმე ხელს ითბობს ამაზე, არის მხოლოდამხოლოდ რუსეთი. მისი თქმით, აგებს ოსური და აფხაზური მხარე, აგებს საქართველო, როგორც სახელწიფო, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე ხდება ყოველივე ეს და რუსეთისთვის ეს უცხო ქვეყანაა და აფხაზები და ოსები მას სულ ფეხებზე კიდია. მას ჭირდება კავკასიაში გავლენები და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია რუსეთი ხელს ითბობს, იმიტომ რომ რაც უფრო ჩიხში იქნება ვითარება, რუსეთი გააგრძელებს საქართველოს და მათ შორის აფხაზური და ოსური საზოგადოების ძარცვას”.

თავის მხრივ, ექპსერტი კახა გოგოლაშვილი დასძენს, რომ რუსეთისთვის ეს ფორმატი საკმაოდ მომგებიანია პირველ რიგში იმიტომ, რომ მას მიეცა საშუალება შეენელებინა ორი დარღვეული შეთანხმების გარშემო შეენელებინა ვნებათაღელვა. ჟენევის პროცესი რუსეთს აძლევს საშუალებას გადაიტანოს ყურადღება შესრულების ვალდებულებებიდან ამ პროცესზე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოლაპარაკებების ფორმატი გაგრძელდება, საინტერესოა იქნება თუ არა მომავალი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ჰანს იოჰან ჰაბერის ინიციატივას ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც დაპირისპირებული მხარეების ერთი ერთზე მოლაპარაკებების წარმოებას გულისხმობს. კახა გოგოლაშვილის თქმით, საქართველოს პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარი არასოდეს არ უთქვამს, მაგრამ იქეთა მხრიდან არ არის ამისთვის მზაობა.

პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ ჟენევაში ქართული, აფხაზური და ოსური მხარეები ერთად არიან და შეუძლიათ მაგალითად ცალკე რესტორანში გაისეირნონ, რაც მსოფლიო პრაქტიკაში ხშირად ხდებოდა, მაგრამ როგორც მისთვის ცნობილია მაგალითად გიგა ბოკერია მათთან საუბრისას მარიონეტების სახელით მიმართავს და ამის შემდგომ ასეთი შეხვედრების ალბათობას ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნევს.

თენგო ფხალაძეს მიაჩნია, რომ ჟენევის პარალერულად არსებობდეს სხვა ფორმატები ასეთი პირდაპირი დიალოგის საწარმოებლად, რადგან ჟენევის ფორმატის ჩარჩოების საკითხებში რაღაც საკითხების გადაჭრა არის წარმოუდგენელი. მისი თქმით სასურველი იქნებოდა საქართველოს შეექმნა ისეთი ფორმატი, სადაც ისაუბრებდა არამხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დეფქატო ხელისუფლებებთან, არამედ ამ რეგიონების საზოგადოებებთან.

სულ ცოტა მოლაპარაკებები 30 აპრილამდე აღნიშნულ ფორმატში გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფორმატის ცვლილების და მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს, მაგრამ მანამდე, სანამ მხარეების საინფორმაციო ომის პირობებში იმყოფებიან, განსაკუთრებით წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება ის, ვინც დაფინანსების შეჩერებამდე საკუთარი სურვილით პირველი დატოვებს აღნიშნული მოლაპარაკებების მაგიდას.

 

ჟენევის მოლაპარაკებები და ფიქრი ახალ ფორმატზე _ ვიდეო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“ფრანგ პოლიტიკოსებს ქვეყანა თავზე ეშლებათ _ სანამ ჯიბეებში ფულს ჩაიდებენ, საკუთარ მოსახლეობაზე იფიქრონ”

11:14; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„ალტი-ინფოს“ აქცია თბილისში _ ფოტორეპორტაჟი

11:02; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს

10:12; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7 დეკემბერი, 2025

გიორგი მდინარაძის ვერცხლი

რატომ ცდილობდნენ სასოფლო-საკრედიტო კავშირების მიზანმიმართულად გაუქმებას

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025
საზოგადოება

“წარმოუდგენლად მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი” _ ცნობილია ჩოხატაურში გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალის ვინაობა

12:29; 8.12.2025
საზოგადოება

მეექვსე შვილს ელოდებოდა _ ჩოხატაურში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

12:04; 8.12.2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8.12.2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო