პრეზიდენტის თქმით, საბჭოს შეკრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობით არის განპირობებული.
“დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებულია იმ პროვოკაციებით, რომელსაც რუსეთი აწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე იმ თემებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს იაროს სხვადასხვა ქეყნებში და მოიპოვოს მისი ოკუპაციის აღიარება ანუ ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლად ცნობა, რაზეც ჩვენ ალბათ ერთად უნდა ვიმუშავოთ. ასეთი შეხვედრები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება დაგროვილი ამ თემებზე და ეს არის საკითხები, რომლებიც ყველას თანაბრად გვაღელვებს, იმიტომ რომ ყველანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ. მე იმედს გამოვთქვამ, რომ უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრი _ პრემიერ- მინისტრი შემდეგ სხდომას დაესწრება,“ _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე,რომელსაც მინისტრები, ქალაქის მერი და თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სხდომის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას არ აპირებდა, რადგან ნაჩქარევად ჩანიშნული სხდომის გამო, საკუთარი გეგმების შეცვლა არ სურდა.
სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.