“შს სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა დადგინდეს საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს ატვირთვა და დადგენა, რომელი ქვეყნიდან რომელი აიპი მისამართიდან მოხდა ატვირთვა. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”.
შს მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის არანაირი საფუძვლი არ არსებობს და მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდისკენ. მისი განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.