ამ წინადადებას მხარი მხოლოდ 58 მოსამართლემ დაუჭირა. შესაბამისად, ძალაში დარჩა ძირითადი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სამი ადგილი მხოლოდ 11 პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისთვის იქნება განკუთვნილი.
მოსამართლეთა კონფერენცია ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა რამდენად სამართლიანია პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამ ადგილიანი კვოტის მიცემა, მაშინ როდესაც დარჩენილ 4 ადგილზე 200-ზე მეტი მოსამართლე იყრის კენჭს. მოსამართლე მაია ბაქრაძის განცხადებით, რომელიც სავარაუდოდ იუსტიციის საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, მთელი 9 წლის განმავლობაში კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოს წევრებად სასამართლოების თავმჯდომარეებს სთავაზობდა, თუმცა, ამ უსამართლობაზე ხმას არავინ იღებდა. ბაქრაძე თვლის, რომ როდესაც მოსამართლეებს ყოფენ რიგით და თავმჯდომარე მოსამართლეებად ამით მათ დისკრედიტაციას ახდენენ.
_ „ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ერთნი და 9 წლის მანძილზე, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრებად წარმოგვიდგენდნენ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად იყვნენ სასამართლოების თავმჯდომარეები, მაშინ არავინ ლაპარაკობდა უსამართლობაზე. დღეს იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი არის სასამართლოს თავმჯდომარე გარდა 7 თვის წინ დანიშნული ერთი წევრისა, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მე, ერთი რიგითი, მოსამართლე ვკითხულობ რატომ ვარ განსხვავებულ პირობებში სასამართლოს თავმჯდომარესთან შედარებით, როდესაც ამას კანონი არ არეგულირებს. ამის საპასუხოდ მეუბნებიან _ აბა რა, სასამართლოების თავმჯდომარეებს რომ არ ეძლევათ კანდიდატურების დაყენების უფლებაო. ეს არის ამის საპირწონე, ასე განვმარტავთ კანონს?თქვენ გეკითხებით ბატონო კოტე, როდესაც ეს საკითხი შეთანხმებული იყო სასამართლოსთან, ამაზე შეთანხმდით? იმ შემთხვევაში შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს და იმ შემთხვევაში არ იყარონ კენჭი თავმჯდომარეებმა, თუ პარლამენტი დაუშვებს იმას რომ 11 პალატის და კოლეგიის თავმჯდომარეს ექნებოდა 3 ადგილიანი კვოტა? თუ არიან აქ პარლამენტის წევრები, მათი აზრიც მაინტერესებს, ეს იყო შეთანხმების საგანი და ჩვენ ვიყავით შეთანხმების საგანი?“
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა მეიშვილი ამტკიცებს, რომ 3 ადგილიანი კვოტა ადმინისტრაციულ თანამდებობეზე მყოფ მოსამართლეებს კანონიერად ეკუთვნით და ამის მოწინააღმდეგე ზოგიერთი მოსამართლე რაღაც კონკრეტული სტრატეგიის განხორციელებას ცდილობს.