ეწ. ოპოზიციური გუნდიდან კენჭისყრაში შემდეგი მოსამართლეები მიიღებენ მონაწილეობას: ბესიკ სისვაძე, ირაკლი ადეიშვილი, მაია ბაქრაძე, შორენა გუნცაძე, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბადრი კოჭლამაზაშვილი და ლელა ცანავა.
იუსტიციის საბჭოს წევრის სამ ადგილზე კი , რომელიც საბჭოს განმარტებით მხოლოდ პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებისთვისაა განკუთვნილი, დასახელდნენ: ზაზა მეიშვილი,შოთა გეწაძე, ლაშა კალანდაძე და მერაბ გაბინაშვილი. სულ დასახელდა იუსტიციის საბჭოს წევრობის 18 კანდიდატურა .ამ დროისათვის კვე დაწყებულია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა, რომელშიც დასახელებული კანდიდატების გვარებს შეიტანენ.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გახდა. ახლვლედიანი ერთადერთი კანდიდატურა იყო და შესაბამისად გამარჯვება არ გასჭირვებია. მას მხარი 197 მოსამართლემ დაუჭირა. მამუკა ახვლედიანი ის მოსამართლეა, რომელის წინააღმდეგაც გავრცელებული ინფორმაციით,სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწის გადაბირება სცადეს. ია ბარამიძემ ამ ზეწოლას გაუძლო და ფაქტი კოტე კუბლაშვილს შეატყობინა.
მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ თოდრია დააყენა, ეს ის მოსამართლეა რომელმაც კოლეგა ნათია წკეპლაძესთან ერთად არათანაბარი საარჩევნო გარემო გააპროტესტა. თოდრიამ უარი თქვა იუსტიციის უმაღლესისკოლის ხელმძღვანელობაზე და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭო 6 წევრისაგან შედგება.დანარჩენ 5 წევრს საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს. აქამდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას კოტე კუბლაშვილი ითავსებდა.