მოსამართლეთა კონფერენცია მეორე ტურისთვის ემზადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბესიკ სისვაძის თქმით: “დღევანდელი სასამართლოს მესვეურებმა აშკარად გამოიყენეს ადმინისტაციული რესურსი და ზემოქმედება მოახდინეს დანარჩენ მასაზე”.
სისვაძის თქმით, მოსამართლეებს არათანაბარ საარჩევნო გარემოში უწევთ მუშაობა, რადგან პარლამენტმა აღნიშნულ კანონზე მუშაობისას სათანადო ყურადღება არ გამოიჩნა.
“რა თქმა უნდა, კანონი რომლითაც ჩვენ გვიწევს მუშაობა, არის უსამართლო, პარლამენტმა სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩნა კანონზე მუშაობის დროს და პრაქტიკულად არათანაბარ პირობებში მოგვიწია არჩევნების წარმოება. ვფიქრობთ,თეორიული შანში ჯერ კიდევ არსებობს, რომ მოსამართლეთა იმ ნაწილიდან რომელსაც მე წარმოვადგენ, 2 კანდიდატი გავიყვანოთ, პრაქტიკული შანსი კი მხოლოდ ერთს, მაია ბაქრაძეს აქვს, გაყვანის და პრაქტიკულად ერთის. ეს ერთი კანდიდტია მაია ბაქრაძე. ამის მიუხედავად, 4 კანდიდატს ვასახელებთ, რომელთაგან ერთი გავა, დანარჩენი სამი კი ვიმუშავებთ ხმების წართმევაზე და მაია ბაქრაძის გაყვანაზე”.
არსებული შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ხმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ დააგროვა.
პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ სამ ადგილზე კი კენჭისყრის შედეგების მიხედვით საჭირო ხმათა რაოდენობა მხოლოდ ზაზა მეიშვილმა დააგროვა (168 ხმა) და შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს წევრი გახდა. დანარჩენ ორ ვაკანსიაზე მეორე ტური დაინიშნა, სადაც მონაწილეობას 3 კანდიდატი იღებს.
ამ დროისთვის, იუსტიციის საბჭოს წევრობის 4 ადგილზე დასახელებული 19 კანდიდატიდან 11-მა კანდიდატმა საკუთარი თავი სხვა კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნა. საბოლოოდ, კანდიდატებად დარჩნენ: ადეიშვილი, ბაქრაძე, ჟორჟოლიანი,სისვაძე, მურუსიძე, თოდუა, ალანია, სილაგაძე.