და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2013 წლის 7 ივნისის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს სესიამ, რომელსაც 25 დეპუტატიდან მხოლოდ 13 ესწრებოდა, საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართა _ შეიტანოს ცვლილებები თავის რეგლამენტში, რომლის მიხედვით, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს ექნება უფლებამოსილება აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტთან შეუთანხმებლად, ანუ მისი წერილობითი თანხმობის გარეშე მიიღოს აფხაზეთის ა/რ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებები.
ეს თავის დროზე არძინბასაც არ გაუკეთებია!..
ამის გარდა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიებში დეპუტატების ახლებური გადანაწილება მოხდა, რომლის საფუძველზე საკონსტიტუციო საპროცესო საკითხთა კომისიაში უმრავლესობა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მომხრე აღმოჩნდა. ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ეს კომისიაც მათი მონა და მორჩილი გახდება.
ისმის კითხვა: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, მისი ამჟამინდელი პრეზიდიუმის ორი დეპუტატის გამოკლებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა თუ შეუზღუდავი უპასუხისმგებლობის? იქნებ, მათი მფარველი “ნაცების” მზის ჩასვენების მერე, მათთვის ისე ბნელა, რომ ჰგონიათ, ვერავინ ხედავს მათ შავ-ბნელ საქმეებს და პასუხსაც არავინ მოსთხოვს მათ “პოლიტიკურ სიბეცეზე”?! მათი ფრაქცია “ქართული ოცნების” მიმართ დამოკიდებულებაც მეტყველებს. საუბარია მის შექმნასთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე – საპროცედურო კომისიის ახალმა შემადგენლობამ დასკვნა წარმოადგინოსო, განაცხადეს “საბოტაჟნიკებმა”. სწორედ რომ “საბოტაჟნიკებმა”, აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო “ნაციზმში” ჩარჩენილ უმაღლეს საბჭოს, რომელმაც ხალხის მიერ კატასტროფული უპირატესობით გამარჯვებულ პარტიას უბრალო ფრაქციის შექმნაზე ცივი უარი სტკიცა. გამოდის, რომ ისინი საპროცედურო კომისიის ძველ შემადგენლობას სრულ იგნორირებას უკეთებენ. არის საუბრები, რომ კომისიის თავმჯდომარე როსტომ შამუგია გაათავისუფლონ და იქ თავმჯდომარედ თავისი კაცი დასვან, სწორედ ამიტომაც აჭიანურებენო ფრაქციის დამტკიცებას დღემდე.
დასკვნა: 1) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და დეპუტატების ერთი ჯგუფი კვლავ ნაციონალების მეთოდებით განაგრძობენ მუშაობას, ანუ სრულ იგნორირებას უკეთებენ და იზოლაციაში აქცევენ ფრაქციას – “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”.
2) აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო, მთავრობა, დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ გადაქცეულია მათ კერძო საკუთრებად და ამ ე. წ. შპს – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში უფრო დაუჯერებელ ამბებსაც უნდა ველოდოთ; კულუარებში უკვე იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ პოსტები არც მეტი, არც ნაკლები, მემკვიდრეობითი იქნება.
… ვაი, უბედურო აფხაზეთო, რა ავი ბედი დაგყვა!”