https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვფიქრობ, დღეს მეოთხე სკოლა თავის სიტყვას ამბობს საგანმანათლებლო სისტემაში”

19:05; 2.05.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მეოთხე სკოლელობაც პრესტიჟულად ითვლება. აქ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც ყველაზე მეტს საკუთარი თავისგან ითხოვენ და მოქმედებით სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ.

ისინი უყვართ და პატივს სცემენ. მათ ინტელექტსა და განათლებაზე ხშირად საუბრობენ. ეს სკოლა უკვე წლებია საუკეთესო აღზრდილებით ანებივრებს ქართულ საზოგადოებას.

_ ასე გაგრძელდება მომავალშიც, _ მიაჩნიათ მეოთხე საჯარო სკოლის გულშემატკივრებს.

ამ სკოლაში არცერთი დღე არ გაქვს ერთმანეთს. სასწავლო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა… სხვადასხვა სახის შეჯიბრებები, შიდა კონკურსები, ღია გაკვეთილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სკოლის მიმართ დაინტერესებაც უძლიერებს.

დღე ჩვეულებრივად იწყება… ზარის დარეკვამდე ზოგი ბაასობს, ზოგიც სათამაშო მოედანზე ერთობა, ზოგი ცელქობს… ერთი სიტყვით, აქ სიცოცხლე ხარობს…

სწავლის დაწყების ზარი 09:30 წუთზე დაირეკა… პედაგოგთა თათბირის დასრულების შემდეგ. როგორც გვითხრეს, სწავლის დაწყების წინ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და მასწავლებლების თათბირი იშვიათი არ არის…

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ოზურგეთის კოლორიტად ცნობილი, ტარიელ კალანდაძე ასრულებს.

ტარიელ კალანდაძე: _ სკოლის დირექტორად 1989 წელს დავინიშნე, როდესაც ეროვნული მოძრაობა აღმავლობის პიკში იყო. 35 წლის ვიყავი, როცა ეს თანამდებობა ჩავიბარე, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან ტრადიციების მატარებელ სკოლას ჩავუდექი სათავეში. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით ირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში, ბევრი ადამიანი გახდა წარმატებული სხვადასხვა სფეროში და ეს ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლაში რუსული სწავლება მიმდინარეობდა. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს, სკოლაში გაიხსნა პირველი ქართული კლასი, 1989 წელს მივიღეთ პირველკლასელები, დალი კობალაძე გახლდათ მათი პედაგოგი, სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ცოცხალი. დავიწყეთ ახალი პედაგოგებით შევსება და ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად ხდებოდა, რადგან გვინდოდა, კარგი და პროფესიონალი კოლექტივი შეგვეკრიბა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ვფიქრობ, რომ დღეს მეოთხე საჯარო სკოლა თავის სიტყვას ამბობს ოზურგეთის საგანმანათლებლო სისტემაში, პატარ-პატარა წარმატებებიც გვაქვს _ ოზურგეთის სინამდვილეში ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი ჩვენთან არის. მაგალითად, ელენე მარს ისეთი მაღალი ქულები აქვს, ორივე საგანში, შესაძლებელია, ის საქართველოს მასშტაბით ათეულშიც კი მოხვდეს. ასევე კარგი შედეგები აჩვენეს მზია მეხუზლამ, ინგა კოსტავამ, ანა მენაბდემ. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წელს მესამე ტურში ყველაზე მეტი მოსწავლე მეოთხე საჯარო სკოლიდან მოხვდა, ათი მოსწავლე, აქედან ორი გამარჯვებულია _ გიორგი ბერიძე და გურამ გობრონიძე, რუსულ ენაში მზია მეხუზლას მოსწავლეები არიან, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლებში პედაგოგ თამარ ბაჯელიძის მოსწავლეების გამოსვლა ოლიმპიადაში, ბიოლოგიის სექტორში რამდენჯერმე მიაღწიეს წარმატებას, _ ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

ცნობილი ლოტოტრონის შედეგად ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის სხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდა, თუმცა სკოლის პედკოლექტივის აქტიური ჩარევით და მოთხოვნით, ის მეოთხე საჯარო სკოლას დაუბრუნეს.

_ პედაგოგებმა დამიჭირეს მხარი და მათი აქტიურობით, კვლავ მეოთხე სკოლაში აღმოვჩნდი, ოღონდ მოვალეობის შემსრულებლად, რასაც ჩემს მუშაობაში ხელი არ შეუშლია, პირიქით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, რადგან მოვალეობის შემსრულებელი ვარ, ესე იგი, უნდა გავამართლო, თუმცა ვთვლი, რომ ყველა მოვალეობის შემსრულებელია, ყველა ასრულებს რაღაც დავალებას, თუნდაც, არჩეული დირექტორიც.

მეოთხე საჯარო სკოლაში 632 მოსწავლეა, 82 პედაგოგი და ტექნიკური თანამშრომელი მუშაობს. წელს 58 მეთორმეტე კლასელი დაამთავრებს მეოთხე საჯარო სკოლას და ამდენივე დაიწყებს სწავლას სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს.

ამ სკოლის ძირითადი პრობლემა უწყლობაა. მათ ცენტრალური ქსელით წყალი არ მიეწოდებათ.

_ ეს პრობლემა დიდი ხანია გვაწუხებს. ჩვენი ძალისხმევით ვახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას, არადა კარგი იქნება ეს პრობლემა თუ მოგვარდება. საერთოდ ჩვენი სკოლა ახალგარემონტებულია და პრობლემა ნაკლებად არის, _ აღნიშნა კალანდაძემ.

სკოლის პედაგოგი ეთერ (ლედი) თავდიშვილი 17 წელია მათემატიკის პედაგოგია. მან ჩვენთან ახალი თაობის შესახებ ისაუბრა.

_ ახალი თაობა ძალიან განსხვავებულია თავისი მენტალიტეტით, შეხედულებით თანამედროვე ცხოვრებაზე. მიმაჩნია, რომ ისინი იზრდებიან უფრო თვითდაჯერებულები, სიახლეები მოსწონთ, ყველა საკითხზე აქვთ პასუხი და ინფორმაცია, პოლიტიკურ მოვლენებსაც თავისებურ შეფასებასაც აძლევენ. რაც შეეხება მათემატიკას, არის ბავშვების ის კატეგორია, რომ უყვართ ეს საგანი და იციან რომ სჭირდებათ, რადგან ტექნიკურ საგნებს ძალიან ექცევა ყურადღება, არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ ამ საგანს, უჭირთ მათემატიკის სწავლება.

როგორც ზემოთ აღნიშნეთ, სკოლა 58 მოსწავლის გამოსაშვებად ემზადება. ამ მხრივ განსაკუთრებული სამზადისია… თუმცა, მეთორმეტე კლასელთა საუბრის მთავარი თემა გამოცდებია. თან ორი _ საატეტსატო და ეროვნული.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ჩვენ ერთად, სკალასო ოთახში ჩავწერეთ.

_ როგორც გავიგეთ, ყველა აპირებთ გამოცდაზე გასვლას, მომზადებული ხვდებით გამოცდებს?

_ თქვენ ფსიქოლოგიურ მომზადებას გულისხმობთ თუ პრაქტიკულს?

_ ორივეს ერთად…

_ პრაქტიკულად მომზადებული ვართ, ფსიქოლოგიურად, აბა, რა გითხრათ.

_ რვა გამოცდის შესახებ როდის გაიგეთ და როდის ტარდება პირველი გამოცდა?

_ ხან ამბობენ, რომ 23 მაისს იწყება საატესტატო გამოცდები, ხან კიდევ 28 მაისისთვის. ისე, ერთი წელი იქნება, სამწუხაროდ, რომ გავიგეთ, სანამ ეროვნულ გამოცდებზე გავალთ, მანამ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოგვიწევს, მოკლედ, ძალიან შრომატევადი წელი გამოდგა.

_ ერთი წელი საკმარისია იმისთვის, რვა გამოცდა ჩააბაროთ და შემდეგ წარმატების შემთხვევაში ეროვნული ერთიანი გამოცდები?

_ ვინც სწავლობს, პრობლემა არ უნდა იყოს, ვინც არ სწავლობდა კარგად, ნამდვილად არ არის საკმარისი ერთი წელი რვა გამოცდისთვის და ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადოს.

_ ტესტები ნახეთ?

_ დიახ.

_ რთული იყო?

_ არც ისე რთული იყო. მოგეხსენებათ, ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა სპეციფიკური საგნებია და ეს ერთი წელი, არ არის საკმარისი ყველაფერი კარგად გაიხსენო. ადრე აქცენტი იმ ოთხ საგანზე კეთდებოდა, რაც სჭირდებოდა აბიტურიენტს, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ყოველ წელს რეფორმები და სიახლეა.

_ როგორ ფიქრობთ, სკოლის მოსწავლემ ოთხი საგნის სწავლებას უნდა მოახმაროს სკოლაში სწავლების ბოლო პერიოდი თუ რვა გამოცდა აბარონ ყოველ წელს?

_ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადი ცოდნა ყველა საგანში უნდა გვქონდეს, მაგრამ, ამდენი გამოცდა, ძალიან მოქმედებს ჩვენზე, ფსიქოლოგიურად არ ვართ კარგად მომზადებულები.

_ ეროვნული გამოცდებზე რას გვეტყოდით?

_ თუ მანამდე მივაღწიეთ, აუცილებლად გვინდა ჩავაბაროთ და უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელოთ სწავლა-განათლება.

_ გვითხრეს, რომ ეროვნული გამოცდების მიმართ უფრო დადებითად ხართ განწყობილი და ამბობთ, რომ ჩააბარებთ… რატომ ფიქრობთ რომ საატესტატო გამოცდა უფრო ძნელად გადასალახავი იქნება?

_ აქ განსხვავება ის არის, რომ ოთხ საგანზე რამდენიმე წელი ვემზადებით და ასე თუ ისე, ვიცით. აქ რვა გამოცდაზე უნდა გავიდეთ, სემესტრულად გვიწევდა ქიმია, ბიოლოგიის და ფიზიკის სწავლება, შემდეგ შეიცვალა ამ საგნების სწავლება და ასევე ატესტატის მიღებაც, ხომ ხედავთ, რვა გამოცდის გარეშე ეს აღარ მოხდება. ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა უმრავლესობამ კარგად არ იცის, არამარტო ჩვენ სკოლაში, არამედ სხვა სკოლებშიც. კარგი, იქნება ეს ტესტირება მეხუთე კლასიდან დაიწყოს და უფრო მომზადებული და დამშვიდებული შეხვდება რვა გამოცდას მოსწავლე მეთორმეტე კლასში.

მეთორმეტე კლასელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ გამოცდების შესახებ ერთი წლის უკან გაიგეს, ტარიელ კალანდაძე არ დაეთანხმა. მისი თქმით, საატეტსატო გამოცდების შესახებ მოსწავლეებმა 2 წლის უკან იცოდნენ.

_ ეს მაშინ გამოცხადდა, როდესაც ნიკა გვარამია იყო მინისტრი. ამბობენ რომ კითხვები იქნება ძალიან გამარტივებული. გუშინ ვნახე რუსული ენის ტესტი, იმას, რომ მოსწავლე ვერ გასცემს პასუხს და არ ეცოდინება, მაშინ მას ატესტატი არ სჭირდება, _ აღნიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

_ ბატონო ტარიელ, შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო გამოცდების ჩატარების საკითხი.

_ არა, გამოცდები ჩატარდება აუცილებლად. 23 მაისს იქნება პირველი გამოცდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩატარდება. მესმის რომ საზოგადოების ერთ ნაწილი ამ გამოცდებს აპროტესტებს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ორი წელია იციან მოსწავლეებმა, რომ ეს გამოცდები ჩატარდებოდა.

მოსწავლეების თქმით, მეორე საჯარო სკოლაში ჩატარებულ საცდელი რვა გამოცდის დროს, რამდენიმე კომპიუტერმა, ვერ გაართვა დანიშნულებას თავი და გაითიშა. ტარიელ კალანდაძე სკოლის მოსწავლეებს ამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგად და ნორმალურად ჩატარდება და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

_ მე, რომ დავამთავრე სკოლა 13 გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ არ გამიპროტესტებია, ორ-სამ წელიწადში სკოლის დამთავრება იქნება უფრო პრესტიჟული, _ დასძინა კალანდაძემ.

დღე მეოთხე საჯარო სკოლაში მუსიკის ფონზე დასრულდა… ბავშვები ბოლო ზარისთვის ემზადებიან. როგორც გვითხრეს, ღონისძიების სცენარი მოსწავლეებმა დაწერეს და ძალიან მალე თავიანთ შემოქმედებას პედაგოგებს გააცნობენ. მოწონების შემთხვევაში კი მეოთხე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელთა ბოლო ზარი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე ჩამოკრავს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

კამათი უმრავლესობის წევრებს შორის

პასქის ფესტივალი

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო