_ ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი უკლება, მერიაში დაგეგმილ რეორგანიზაციას. მისი განცხადებით, თანამშრომლებს აიძულებენ განცხადებები დაწერონ, სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
“აქ ორი ფაქტორია _ ერთი ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება გათავისუფლებები და მეორე ის რომ ახალი სამსახურების დამატებით კიდე უფრო გაიზრდება ბიუროკრატია მერიაში. დღეს მოხდება ეს რეორგანიზაცია: “ქართული ოცნება” აპირებს, მერია სრულიად გაათავისუფლოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან და “ქართული ოცნების” აქტივისტები დაასაქმოს; აპირებენ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც 19 აპრილის აქციაზე იყვნენ წასულები. გათავისუფლებები პოლიტიკური ნიშნით ხდება. ჩვენ ხალხი გავაფრთხილეთ, რომ არ დაწერონ განცხადებები წასვლის თაობაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთს აიძულებენ განცხადების დაწერას. ვნახოთ, რა მოხდება დღეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცევით,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიორგი უკლებამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია დღეს უნდა მოხდეს, რის თანახმადაც. შესაძლოა, მერიის სამსახურის უფროსები თანამდებობებიდან გაათავისუფლონ.