მოსახლეობა წმინდა კლიმენტის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალის აშენების ნებართვას ითხოვს. ფილიალის აშენება თურქ ინვესტორს აქვს გადაწყვეტილი და ის გათვლილია 300 სტუდენტზე. თურქ ინვესტორს სურს, რომ აღნიშნული ფილიალი ნასაკირალის კულტურის ცენტრში გახსნას, მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ ინვესტორმა ვერ მიიღო გამგეობიდან პასუხი, ვის ბალანსზეა ეს შენობა, რომ იურიდიულად მოგვარდეს ეს საკითხი და მშენებლობა დაიწყოს.
ინვესტორი მოსახელობას დაპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ ფილიალის გახსნა აუცილებლად იზრუნებს დაბის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. დაბა ნასაკირალის რწმუნებულის შოთა ართმელაძის თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მისი განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგებელი საქმის კურსშია და მასთან ინვესტორიც იმყოფებოდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამორტიზირებული შენობა, სადაც უნივერსიტეტის ფილიალი უნდა განთავსდეს, სააქციო საზოგადოება ნასაკირალის ბალანსზეა და ის დაყადაღებულია. ამ წუთებში თურქი ინვესტორი ნასაკირალის მოსახლეობას ხვდება.