_ ჩვენი კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სტრასბურგში, საპარლამენტო სესიაზე და დიდი მარცხი ნაციონალური მოძრაობის. მათი მხარდამჭერი სახალხო პარტია ითხოვდა, დღეს, საპარლამენტო სესიაზე დამტკიცებულიყო დებატების გამართვის საკითხი “საქართველოში დემოკრატიის გაუარესების თაობაზე”. სათაური, დილით, ბიუროზევე შეიცალა და სესიაზე გამოტანილი იქნა სათაური “გაუარესების” გარეშე, მაგრამ ევროპის საბჭოს დეპუტატმა გროსმა გააპროტესტა საქართველოს საკითხზე დებატების გამართვის საკითხი და დააყენა კენჭისყრაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპელი დეპუტატების დიდმა უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი დებატების გამართვას და საკითხი სახალხო პარტიას ჩაუვარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა მარტო ის, რომ დებატების საკითხი ჩავარდა, არამედ ის, რომ ევროპელი დეპუტატების უმრავლესობას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული, _ წერს ბესელია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved