ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა წარმოადგინა რომელსაც ,,დარგობრივი კომიტეტის“ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. რატიანის განცხადებით დიდი ხანია მიდის იმაზე მსჯელობა თუ რა მოუხერხონ ამ შენობას. ამიტომ ძალიან მარტივი იქნება თუ შენობა პარლამენტის მფლობელობაში იქნება. მისივე განცხადებით ინიციატივით არა რომელიმე სამინისტროს არამედ პირადად პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
,, ექვსი თვის განმავლობაში ხდება შესწავლა ამ შენობასთან დაკავშირებით და სხვადასხვა უწყებები წერენ ერთმანეთს წერილებს და ვერ გაურკვევიათ. ვერ მოახერხეს ძალიან მარტივი რაღაცის გარკვევა, გადმოსცენ პარლამენტს ეს შენობა და პარლამენტმა თავად მიხედოს, თუ რამე პრობლემაა დაადგინოს თავად, ეს პრობლემა და ექსპლუატაციაში მიიღოს. ეს ხდება იმიტომ რომ განიხილება გარკვეული უწყებების დონეზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსი და შიში აქვთ, იმაზე რომ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ რაც არ მოეწონება პრემიერ-მინისტრს, ან სხვას. ამიტომ გვაქვს ეს ინიციატივა, რომ მივმართოთ კონკრეტულად ხელისუფლებას და არა ეკონომიკის სამინისტროს. არამედ პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ სასწრაფოდ გადმოსცეს პარლამენტს ეს შენობა. ინიციატივა უკვე მიღებულია და წერილობითაც მალე მომზადდება“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, პარლამენტის შენობის მშენებლობაზე ნებართვა არ არსებობს და კიდევ გარკვეული სახის პროცედურული საკითხებიც დარღვეულია. აღნიშნული დასკვნა დღესვე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.