უმრავლესობის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა ლაშა თორდიას ნათია მოგელაძის დანიშვნის ამბავი ჰკითხა და თხოვა განემარტა, თუ სად დაასაქმეს ის ამჟამად.
“გურია ნიუსის”ინფორმაციით, ნათია მოგელაძის სამსახურად წასვლის შესახებ განცხადება, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. ჩვენთან საუბრისას აუდიტის სამსახურის პრესსამახურის წარმომადგენელმა ფატი მამიაშვილმა განაცხადა, რომ ნათია მოგელაძეს სსიპ აუდიტის ინსტიტუტის პროექტების მენეჯერად დაინიშნა.
სსიპ აუდიტის ინსტიტუტი ლევან ბეჟაშვილის თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიას არაერთი კითხვა გაუჩნდა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, აუდიტის ინტიტუტი კონტროლის პალატის ბალანსზეა და ის კონტროლის პალატის მიერ გამოყოფილი სუბსიდიებით სარგებლობდა.
ყოფილი აუდიტორების განცხადებით, ამ სსიპ-ს შექმნა კანონდარღვევით მოხდა. ერთი აუდიტის სამსახური არსებობდა და მეორის შექმნა რა საჭირო იყო, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებდა.