უმრავლესობის წევრმა, ირინა იმერლიშვილმა ლაშა თორდიას ნათია მოგელაძის დანიშვნის ამბავი ჰკითხა და თხოვა განემარტა, თუ სად დაასაქმეს ის ამჟამად.
სსიპ აუდიტის ინსტიტუტი ლევან ბეჟაშვილის თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიას არაერთი კითხვა გაუჩნდა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი, აუდიტის ინტიტუტი კონტროლის პალატის ბალანსზეა და ის კონტროლის პალატის მიერ გამოყოფილი სუბსიდიებით სარგებლობდა. უმრავლესობის წევრებმა თორდიას ნათია მოგელაძის და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სხვა თანამშრომლების ხელფასებიც შეახსენეს, რომელიც არც ისე მოკრძალებულად გამოიყურება.
კომისიის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მაისში, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 25 025 ლარი.
ნათია მოგელაძემ, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა – 2500 ლარი; გიორგი ამირანაშვილმა, სამსახურის უფროსის მოადგილემ – 2200 ლარი; ლევან მერაბიშვილმა, კონსულტანტმა – 700 ლარი; მინდია ჯორთმენაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; მამუკა ფიფიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ანნა ქორიძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; თენგიზ გეწაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; თეიმურაზ ნაჭყებიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი, პაატა ბურდულმა, ექსპერტ -ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; გაგა ჩარქსელიანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; მამუკა ხორგუანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; კახა საჯაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ლაშა კვირკვაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; პაატა კუბლაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ემზარ ღარიბაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ვენერა ქოიავამ, მთავარმა კონსულტანტმა – 925 ლარი; ირინა ლომსაძემ, სპეციალისტმა – 700 ლარი.
საერთო ჯამში, ეს არის 14850 ლარით, ანუ 146%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.