მისი განცხადებით, “უმცირესობამ ამით ფანდს მიმართა და ეს იგივეა, რაც ხავსზე მოჭიდება.”
ვოლსკი მიიჩნევს, რომ სასურველი იქნებოდა, თუ საპარლამენტო ოპოზიცია განცხადებებს დარბაზიდან გააკეთებდა და ბოიკოტით არ გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას.
“უმცირესობის ყოფნა დარბაზში საინტერესოა. არის საკითხები, როცა აუცილებელი მათი ყოფნა. ბოიკოტი არის რაღაც ისევ ხავსზე მოჭიდება. თუ პრეტენზიები აქვთ ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, უმჯობესია, პარლამენტის დარბაზიდან და აკეთონ განცხადებები. ეს არის ფანდი რომელსაც ხავსმოჭიდებული ადამიანები იყენებენ,” _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ უმცირესობის ბოიკოტის შესახებ კომენტირებისას.