შეხვედრა „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო მისიის სარდალთან ავღანეთში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.