_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, შეგიძლიათ თავად გადაამოწმოდ, ვარ სამსახურში და ვასრულებ ჩემზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობას, – გვითხრა სიხარულიძემ.
ჩვენ დავუკავშირდით გურამ ჩანტლაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით სახლშია და დაკავებულია პირადი ცხოვრებით.
_ ბატონო გურამ, როგორც გავიგეთ, შეიძლება დაინიშნოთ სუს-ს გურიის სამსახურის უფროსად, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არ ვადასტურებ. სუს-ს გურიის სამსახურს ჰყავს უფროსი. რაც შემეხება მე, ვინც ჩემი საქმია ნობით არის დაინტერესებული, გეტყვით, რომ ჯერჯერობით არსად არ ვმუშაობ და დაკავებული ვარ პირადი ცხოვრებით. იყო საუბრები, შემოთავაზებები რაღაც თანამდებობებზე აჭარაში, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერი არ არის გადაწყვეტილი, როცა დავინიშნები, აუცილებლად გეტყვით, თუმცა ეს ნამდვილად არ შეეხება გურიას, ალბათ აჭარაში დავრჩები…
_ დაგვიკონკრეტეთ…
_ კონკრეტულად, სუს-ს ბათუმის სამსახურის უფროსად ალბათ..._ გვითხრა ჩანტლაძემ.