https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში

0:01; 1.01.1970
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში პროდუქციის წარმოების გაზრდის ყველაზე ეფექტური და მცირედანახარჯიანი გზაა. ისეთი მარტივი მეთოდიც კი, როგორიც არის საფუტკრეში ფუტკრის ოჯახების მასობრივი გადარჩევა, ერთ-ორ წელიწადში იძლევა პროდუქციის 20-40%-იან მატებას.

ყველა ფუტკრის ოჯახი რომ ერთნაირად პროდუქტიული არ არის, ამას ერთი საუკუნის წინაც კარგად ხედავდა ცნობილი მეფუტკრე აპოლონ წულაძე და ვიდრე დაინტერესებულ მკითხველ მეფუტკრეებს აუცილებელ, თანმიმდევრულ და დეტალურ რჩევებს მივცემდე, მისი წიგნიდან ერთ ციტატას მოვიყვან:

“გეჯებში, როფებში, ბუკებსა და სხვაგვარ უჩარჩო სკებში ფუტკრის შეძენის დროს, სასურველია, შემძენმა ყურადღება მიაქციოს ფიჭის ნაშენობას. ასეთ სკებში ნაშენობა სამგვარია და თითოეულ მათგანს ხალხი თავისებურ სახელს ეძახის. ხალხის რწმენით ნაშენს თავისებურებას აძლევენ ფუტკრები. ამიტომ ამბობენ: ამა თუ იმ ოჯახის ფუტკრები მეკვერეა, ესა და ეს მეშოლტეა (კახეთში მეშოთე) და ესა და ეს ქილიფთარიო.

მეკვერე ფუტკარი, ხალხის რწმენით, მეთაფლეა, ნაყარს ნაკლებად უშვებს და ფუტკარიც შედარებით თვინიერი, მშვიდია. სკებში ფიჭების განლაგება, ნაშენობა გარდიგარდმო არის ჩაწყობილი კვერებივით. მეშოლტე, ანუ მეშოთე ფუტკრის ფიჭების განლაგება სიგრძეზე არის შოლტივით ან შოთივით გარაზმული; ასეთი ოჯახი საშუალოდ ითვლება, თაფლსაც იძლევა და ნაყარსაც. ქილიფთარის ნაშენობა არეულდარეულია; ზოგი ფიჭა კვერივითაა, ზოგი შოლტივით. ქილიფთარი მეთაფლე არაა, სამაგიეროდ, ადრეულ და კარგ ნაყარს იძლევა”.

უჩარჩო სკაში ჩასახლებული ფუტკრის მიერ აშენებული ფიჭების კუთხის სიდიდე დედამიწის მაგნიტურ ძალწირებთან, გარკვეულ ცოდნას იძლევა ოჯახის ნაყრობისკენ მიდრეკილებაზე (რ. შოვერი, 1954 წელი). უფრო პროდუქტიულები ის ოჯახები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მეტი ცილების შემცველი ფეხგუნდები მოჰქონდათ.

ყოველივე ზემოთ ნათქვამი გვიდასტურებს, რომ ერთსა და იმავე საფუტკრეში მყოფი ფუტკრის ოჯახები ერთნაირი არ არის თავისი ხასიათით და პროდუქტიულობით. ყველა მეფუტკრე ვალდებულია, კარგად დააკვირდეს საფუტკრეში მყოფ ფუტკრის ოჯახებს. საგანგებოდ გირჩევთ, რომ იგი მხოლოდ დადებითი ნიშან-თვისებების ოჯახებიდან გაამრავლოთ.

მოკლედ ჩამოვთვალოთ მეფუტკრეობისთვის საინტერესო ნიშან-თვისებები: თვინიერება, დედა ფუტკრის საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა, ბარტყის კარგი აღზრდის უნარი, ახალდაბადებული ფუტკრის წონა, ხორთუმის და ფრთების სიგრძე, ზამთარგამძლეობა, ოჯახის საერთო სიძლიერე, ნაყარობისკენ მიდრეკილება, დაავადების მიმართ გამძლეობა, ადგილობრივი ღალის გამოყენების უნარი, თაფლპროდუქტიულობა, ყვავილის მტვრის შეგროვების უნარი, დედა ფუტკრის აღსაზრდელი რძის პროდუქტიულობა, დედა ფუტკრის მიერ დადებული კვერცხების საშუალო წონა და ა.შ.

ცხადია, ყველა მეფუტკრეს ვერ დაავალებ კვერცხის წონისა და მუშა ფუტკრის ფრთის სიგრძის განსაზღვრას, მაგრამ თვინიერების, მაღალი კვერცხმდებლობის, თაფლპროდუქტიანობის განსაზღვრა ყველას შეუძლია. ამიტომ, საფუტკრეში ყოველთვის უნდა შევარჩიოთ დადებითი ნიშან-თვისების მატარებელი ფუტკრის ოჯახები და მხოლოდ მათგან ჩამოვაყალიბოთ ახალი განაყოფები.

მოვიყვან მიზანმიმართული სელექციის ორ მაგალითს _ პირველი: ფინეთში იტალიური ფუტკრის _ აპის მელლიფერა ლიგუსტიცა-ს შერჩევით (სელექციით) მიაღწიეს იმას, რომ ეს სამხრეთული ჯიში ექვსთვიან ზამთარს უძლებს. ასევე, ჰონკონგსა და იაპონიაში, დედა ფუტკრის რძის პროდუქცირებაზე სელექციით, მიაღწიეს დედა ფუტკრის რძის გამოსავლიანობის ზრდას 2-3 გრამიდან 20-30 გრამამდე. ჩვენთან თაფლპროდუქტიულობაზე სელექციით შესაძლებელია საერთო მაჩვენებლის 20-40%-ით გაზრდა, რაც, დამეთანხმებით, მცირე მატერიალური და შრომითი დანახარჯებით ხდება.

მეორე გზა საფუტკრეში ფუტკრის ხარისხის შეცვლისა, არის ახალი დედა ფუტკრის შეძენა გამოცდილ მეფუტკრეებთან და ამ დედებით სუსტ ოჯახებში დედა ფუტკრის შეცვლა. შესაძლებელია ახლად შეძენილი განაყოფიერებული დედა ფუტკრები ახალი ოჯახების შესაქმნელადაც ვიხმაროთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ასეთი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ საფუტკრის ნაწილში, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ერთმანეთს შევადაროთ ადგილობრივი საფუტკრის კარგი ოჯახები და შეძენილი დედა ფუტკრის მიერ შექმნილი ოჯახები. ცხადია, ასეთი შედარება მხოლოდ შემდეგ წელს არის შესაძლებელი, ამასთან ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შესადარებელ ოჯახებს ერთნაირი საწყისი პირობები ჰქონდეთ. როდესაც დავრწმუნდებით რომელიმე ხაზის უპირატესობაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ხაზის რეკორდული ოჯახებიდან ავიღოთ სანაშენე მასალა ახალი დედა ფუტკრების გამოსაყვანად.

ფუტკრის ბუნებრივიგამრავლება (ნაყარობა)

ფუტკრის ოჯახის ბუნებრივი გამრავლება ნაყარობის სახით ხდება. ბუნებრივი ნაყარობა რომ არა, ფუტკარი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ცხადია, ფუტკრის ყოველი ოჯახის წლიური განვითარება ნაყარობას აუცილებლად არ მოიცავს. ამისთვის უნდა არსებობდეს ბუნებრივი ხელშემწყობი პირობები. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თანამედროვე სამრეწველო მეფუტკრეობა ებრძვის ბუნებრივ ნაყარობას, რადგან:

1. ეს სტიქიურად ხდება;

2. ნაყარების დაჭერა-დაბინავება ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს;

3. ამცირებს მეფუტკრეობის პროდუქციის გამოსავალს;

4. ართულებს სელექციურ მუშაობას.

ნაყარობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფუტკრის ოჯახი ერთ ბიოლოგიური ორგანიზმია. ნაყარობის დროს ფუტკრის ოჯახი წარმოადგენს ერთიან რეპროდუქციულ ორგანოს, რომელიც საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგად იყოფა ორ ნაწილად. დედა ფუტკარი, მუშა და მამალი ფუტკრების ნაწილი გამოეყოფა ძირითად ოჯახს და ცდილობს, შექმნას ახალი ოჯახი. დედა ფუტკარს, რამდენიმე ათას მუშა ფუტკარს და ასობით მამალ ფუტკარს, რომლებიც ბუნებრივად გამოეყვნენ ფუტკრის ოჯახს, ბუნებრივი ნაყარი ეწოდება, ხოლო გაყოფის პროცესს _ ნაყარობა.

თვითონ ნაყარობის პროცესი უაღრესად შთამბეჭდავია _ სკიდან ძალიან დამახასიათებელი გუგუნით, 2-3 წუთში გამოდის რამდენიმე ათეული ათასი ფუტკარი, რომელიც ერთიან ღრუბლად განაგრძობს მოძრაობას და ჩვეულებრივად, ხის ტოტს, ღობეს, რაიმე შენობას კონუსური ფორმის გუნდად შეეხვევა. ასეთნაირად შეხვეული ნაყარი ერთი საათიდან 3-5 დღემდე შეიძლება გაჩერდეს (მინახავს ისეთი შემთხვევებიც, როცა ნაყარს ხის ტოტებზე ფიჭებიც ჰქონიათ ჩამოშენებული). ბუნებრივი ნაყარი ხშირად უცნაურ ადგილებს შეეხვევა, რაც აძნელებს მის ჩამოხსნას (მაგალითად, 5-10 მეტრიან ხის წვრილ ტოტებს, ხის ვარჯს და მსხვილი ტოტების განშტოებებს, შენობა-ნაგებობების უსწორმასწორო ადგილებს და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ძნელდება ნაყარის ჩამოხსნა, რაც ხშირად მეფუტკრისგან გარკვეულ გამომგონებლობას მოითხოვს. საერთოდ, ნაყარად გამოსული ფუტკარი, მიუხედავად დიდი მასისა, არც ისე ავია და ადვილად იტანს მანიპულირებას. მაგალითად, შეიძლება შეხვეული ნაყარი დიდი კოვზით ან აქანდაზით ავიღოთ ნაწილ-ნაწილ და ჩავყაროთ სანაყარე ყუთში, რომელშიც 2-3 მშრალი ფიჭა გვაქვს ჩადებული.

როცა ნაყარი მაღლა ხეზეა, შეიძლება გრძელ ბამბუკის ჯოხს მშრალი შავი ჩარჩო მივაბათ და შევახოთ ნაყარს ჯერ ერთი, მერე მეორე მხრიდან. ფუტკრის ნაწილი გადმოვა ჩარჩოზე, რომელიც ჩამოგვაქვს ძირს და გამზადებულ ყუთში ვდებთ. ასე გავიმეორებთ რამდენიმეჯერ, სანამ ფუტკრის ძირითად მასას არ მოვხსნით. ბოლოს, ფუტკრების მოსაკრებად, ბამბუკის ჯოხზე მიმაგრებულ ჩარჩოს მივიტანთ ნაყარის შემთხვევის ადგილზე, მეორე ჯოხზე ვამაგრებთ ბალახის ან ფოთლებიანი ხის ტოტების ცოცხს და ავშლით ფუტკარს ცოცხით. აფრენილი ფუტკრის უმეტესი ნაწილი ჩარჩოზე დაჯდება. ასე გავიმეორებთ, სანამ უმეტესი ფუტკარი არ გადავა ჩარჩოზე, რომელსაც შემდეგ სხვა ჩარჩოებთან ერთად ჩავდგამთ სკაში. კარგია, თუ ახლად დასახლებულ ნაყარს ერთად ჩავდგამთ სკაში. ასევე კარგია, თუ ახლად დასახლებულ ნაყარს ერთ ღიაბარტყიან თაფლიან ჩარჩოს მისცემთ. ეს ამცირებს ნაყარის მიერ ბუდის მიტოვების ალბათობას. ის ფაქტი, რომ ნაყარის ფუტკარი იშვიათად ინესტრება, განპირობებულია ნაყარის არასრულფასოვნებით და ნაკლებიწინააღმდეგობის უნარით.

ნაყარი არასრულფასოვანი ოჯახია, მას აკლია ფუტკრის ოჯახის სამი შემადგენელი ნაწილი: საკვები მარაგი, აშენებული ბუდე და ბარტყი. თუმცა, ზოგიერთ წიგნში შევხვდებით მცდარ დებულებას: ჩიჩახვში მარაგად აღებული თაფლის გამო, ფუტკარი ვერ იღუნება და ვერ ინესტრება. არ დაიჯეროთ! შეიძლება ეს სანანებლად გაგიხდეთ. ჩვეულებრივად, დაბლა ხის წვრილ ტოტებზე შეხვეული ნაყარი ადვილი ჩამოსახსნელია. ამისთვის საკმარისია სანაყარე ყუთი ან მჩატე რვა ჩარჩოიანი სკა, რამდენიმე მშრალი ფიჭით _ ქვევიდან შეუდგამთ ისე, რომ ნაყარის კონუსური წვერი ფიჭებს შუა იყოს მოქცეული. მის შემდეგ ხელი ან მძიმე კეტი დავცხოთ ტოტს, ნაყარის ზევით. მე ასეთ თავღია სანაყარე ყუთს კაპრონის ლენტით ვკრავ, რაც აადვილებს მის ჩამოკიდებას ნებისმიერ ტოტზე ხის, რკინის ან მსხვილი მავთულის კაუჭით.

ქალაქ უფის ორგანული ინსტიტუტი უშვებს პრეპარატ “აპიმილს”, რომელიც დედა ფუტკრის N1 ფერომონიდსა და მუშა ფუტკრების ნასონის ჯირკვლის გამონაყოფის სინთეზურ ანალოგს წარმოადგენს. ამ პრეპარატით პოხავენ სპეციალურ სანაყარეებს და კიდებენ საფუტკრეში ნაყარობის დროს. შედეგი თითქმის 100%-იანია. ცდის დროს, 35 გამოსული ნაყარიდან ყველა აპიმილწასმულ სანაყარეს შეეხვია.

ნაყარ ფუტკარს დიდი ენერგია აქვს, როგორც შენების, ასევე ნექტრის მოტანისა და გადამუშავებისთვის. ნაყარი ძირითადად შედგება ფიზიოლოგიურად გაუცვეთავი, კარგად განვითარებული, ცილოვანი ნივთიერებებით მდიდარი ფუტკრებისგან. ამასთან ერთად, ნაყარ ფუტკარს თან მიაქვს თაფლის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც მას რამდენიმე დღეს ჰყოფნის. ახლად დასახლებულ ნაყარს ასაშენებელი ჩარჩოები ფრთხილად უნდა მივცეთ. ჯობია, მეორე-მესამე დღეს, რათა პირველ დღეებში ხელოვნური ფიჭები ფუტკრის სიმძიმემ არ ჩამოხიოს. აჯობებს, პირველად მცირედ წამოშენებული და ერთი ბარტყიან-თაფლიანი ფიჭა ჩავუდგათ. აღსანიშნავია, რომ ნაყარად გასული ფუტკარი ივიწყებს ძველი სკის ადგილსამყოფელს. ამიტომ, ახლად ჩამოხსნილ და სკაში დაბინავებულ ნაყარს, შეგვიძლია, ნებისმიერი ადგილი მივუჩინოთ.

(გაგრძელება იქნება)

ვახტანგ ღოღობერიძე,”ელკანას” მრჩეველი მეფუტკრეობის დარგში

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

გურული კურიოზები 14.12.2010

გურული ანეკდოტები 14.12.2010

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო