“სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისს გამოტანილი იქნა დავით ახალაიას, (იმ დორისათვის _ საქართველოს შ/ს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი)ოლეგ მელნიკოვისა(იმ დროისათვის _ ამავე საქართველოს შ/ს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ ოპერატიული ტანამშრომელი) და დვით ჩხიტუნიძის(იმ დროისათვის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) ბრალდების დადგენილებები.
დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით (წამების რგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ; 2006 წლის 30 მაისისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამდებობის პიროტად გამოყენება).
ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო
აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის;(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები.
აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის;(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები.”
ამასთან გამოძიებამ დავით ახალაია სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების დამკვეთად დაასახელა.