https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ და რატომ უთხრა პატიმრებს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი

15:07; 2.07.2013
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალას _ პატიმრები ვადამდე გათავისუფლების საბჭოს თავმჯდომარეს მექრთამეობაში ადანაშაულებენ.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად: “სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში მყოფმა 14-მა მსჯავრდებულმა მედიასაშულებებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავდნენ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საქმიანობის კანონიერების შესწავლას მოითხოვდნენ. მსჯავრდებულები პრეტენზიას გამოთქვამდნენ ადგილობრივი საბჭოს მიმართ, იმის გამო, რომ მათი განცხადებები, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, კომისიამ არ დააკმაყოფილა.

პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოში სამინისტროს მხოლოდ ერთი თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი 4 წევრი ქალაქის მერიის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის პრინციპით. ამდენად, სამინისტროს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ადგილობრივი საბჭო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მის ქცევას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ოჯახურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირის ნასამართლობას და წარსულში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს. ფასდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.

საბჭომ მიიჩნია, რომ გავრცელებული განცხადების ავტორები ვერ აკმაყოფილებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, რის გამოც, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ უარი ეთქვათ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

აღნიშნული მსჯავრდებულები არიან:

მ. ზ. _ ორჯერ ნასამართლევი. მესამედ გასამართლებულია ყაჩაღობისა და იარაღის უკანონოდ ტარებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე და 179–ე მუხლებით. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 12.01.2004 წელს მ. ზ. ძიებით დაუდგენელ 4 პირთან ერთად, ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქეს. აგრეთვე, მ. ზ-ს სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩნდა AK–74 მოდელის ავტომატური იარაღი 3 ცალი. ასევე გადაჭრილი სანადირო თოფი. ე.წ. „აბრეზი” და 69 ერთეული ავტომატური იარაღის ვაზნა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დისციპლინური დარღვევისთვის მიღებული აქვს ადმინისტრაციული სასჯელი.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა უკვე შეუმცირდა სამი წლით და 6 თვით.

ი. გ. _ ნასამართლევი. ამჟამად სასჯელს იხდის ძარცვისა და გაუპატიურებისთვის სსკ-ის 178-ე და 150-ე მუხლით. მას მიესაჯა 9 წელი თავისუფლების აღკვეთა – 5 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 4 წელი პირობითი ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 02 ნოემბერს, ი. გ-მ მოქალაქეს გასტაცა 742 ლარად ღირებული “ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი.

მანვე, 2009 წლის 11 სექტემბერს მოქალაქეს მოსთხოვა, რომ მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რაზეც ქალბატონმა უარი განუცხადა. გ-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ თუ ნებით არ დათანხმდებოდა, მასთან სქესობრივ კავშირს ძალადობის გამოყენებით დაამყარებდა.

სასჯელის მოხდის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება და სასჯელი. ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფითად ხასიათდება.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით და 3 თვით, ხოლო პირობითი 1 წლით.

ბ. წ. _ სასჯელს იხდის ჯგუფური ყაჩაღობისა და დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მიტაცებისთვის სსკ-ის 179-ე და 363-ე მუხლებით. განესაზღვრა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 31 აგვისტოს ბ. წ-მ შვილთან ერთად, ყაჩაღური თავდასხმით, იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ტაქსის მძღოლს გასტაცა ავტომანქანა, მიისაკუთრა 270 ლარის ღირებულების ორი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი 150 ლარად ღირებული ავტომაგნიტოფონი. მამა-შვილმა მუქარით მიისაკუთრეს დაზარალებულის და მისი მამის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გატაცებული ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთხელ გამოეცხადა საყვედური.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 2 წლით და ექვსი თვით.

გ. ხ. _ გასამართლებულია ჯგუფური ყაჩაღობისთვის სსკ-ის 179-ე მუხლით. განესაზღვრა 6 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2009 წლის 2 მაისს, გ. ხ-მ, თანამზრახველთან ერთად, გააჩერა კერძო ტაქსი, დანის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მძღოლს გასტაცა ავტომანქანა, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 9450 ლარის მატერიალური ზიანი.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დისციპლინის დარღვევის გამო, დასჯილია ერთხელ.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით და 6 თვით.

ო. ა. _ გასამართლებულია მითვისებისთვის სსკ-ის 182-ე მუხლით და მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

დანაშაულის ხასიათი: 2007 წლის 7 სექტემბერს, მან, ორ პირთან ერთად, დააფუძნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა, რომელიც 2007 წლის სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. 2008 წელს ო. ა-მ უკანონოდ მიითვისა ამხანაგობის კუთვნილი თანხები, სულ 827 059 ლარის ოდენობით, რის გამოც, დაზარალდა ათზე მეტი ოჯახი.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 5 წლით.

ვ. გ. _ გასამართლებულია ძარცვისათვის სსკ-ის 178-ე მუხლით და განესაზღვრა 9 წელი თავისუფლების აღკვეთა. 5 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 4 წელი პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 9 მაისს, მან მოქალაქეს ყელიდან ჩამოგლიჯა 250 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი. იმავე დღეს ვ. გ-მ კიდევ ერთ მოქალაქეს გასტაცა ოქროს ძეწკვი კულონთან და ჯვართან ერთად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 350 ლარის მატერიალური ზიანი. 2010 წლის 24 მაისს მან კიდევ ერთ დაზარალებულს ყელიდან ჩამოგლიჯა 450 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი და ჯვარი.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1წლით და 3 თვით, ხოლო პირობითი 1 წლით.

რ. ს. _ ნასამართლევი. დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში. ამჟამად გასამართლებულია ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის მომზადებისა და გადასახადისთვის თავის არიდებისთვის სსკ-ის 210-ე და 218-ე მუხლებით. მიესაჯა 8 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, მოუხდელი სასჯელის დამატებით განესაზღვრა 13 წელი, 5 თვე და 27 დღე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

დანაშაულის ხასიათი: რ. ს-მ, სხვა პირთან ერთად, 2008 წელს, მოამზადა ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რითაც ერთ-ერთ შ.პ.ს-ს მიაყენა 712 238,4 ლარის ზიანი.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 9 წლით და 2 თვით.

გ. ვ. _ გასამართლებულია განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სსკ-ის მე-19 და 108-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

დანაშაულის ხასიათი: მსჯავრდებულმა გ. ვ-მ, ჯგუფურად, წინასწარი განზრახვით, 2009 წლის 23 დეკემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოქალაქეს გულ-მკერდის არეში დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

“ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 3 წლით და 6 თვით.

ვ. ქ. _ გასამართლებულია ყაჩაღობისთვის სსკ-ის 179-ე მუხლით და განესაზღვრა 6 წელი თავისუფლების აღკვეთა: 4 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წელი პირობით.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 13 აგვისტოს, ღამის საათებში, მეუღლესთან ერთად გააჩერა ტაქსი, დანიშნულების ადგილზე მისულმა ვ. ქ-მ ჩამოსვა მეუღლე და მისი თანამშრომელი, თავად კი გააგრძელებინა გზა, რა დროსაც განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა. გააჩერებინა მანქანა და დანის გამოყენებით მოსთხოვა ფულადი თანხა, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ტაქსის მძღოლმა მას დანა წაართვა, ვ.ქ.კი შემთხვევის ადგილიდან მიმალა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული აქვს დისციპლინური სასჯელი.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით, ხოლო პირობითი – 6 თვით.

ს. ხ. _ ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში. ამჟამად გასამართლებულია ქურდობისთვის სსკ-ის 177-ე მუხლით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა: 3 წელი და 8 თვე რეალურად მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 4 თვე პირობითი, რასაც დაემატა წინა განაჩენიდან მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 7 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა: 4 წელი რეალურად მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 4 თვე პირობითი.

დანაშაულის ხასიათი: 2010 წლის 30 ნოემბერს ს. ხ. ღამის გასათენებლად სტუმრად დარჩა ქ. რუსთავში. საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქურთუკს, მობილურ ტელეფონს, უთოს და სათვალეს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 148 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, მას უკვე შეუმცირდა სასჯელის ვადა 1 წლით, ხოლო პირობითი _ 8 თვით.

რაც შეეხება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე დარახველიძეს, ის 2013 წლის აპრილიდან აღარ ასრულებს ამ მოვალეობას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26 თებერვალი, 2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26 თებერვალი, 2026

ლაფანყურის საქმე _ ექსპერტი დუმილს ამჯობინებს

"ქორწილი არა, ქელეხია!" _ რუხი კარდინალი და აქცია "სეფაში"

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო