ჯამში, რუსეთის ფედერაციაში მოხდა 538,000 ბოთლი ღვინისა და 21, 000 ბოთლი ბრენდის გადაზიდვა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის ივნისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელმა 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 25%-იანი მატება შეადგინა.
“როსსელხოზნაზდორსა” და საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, რუსეთის მხარე უახლოეს 2-3 კვირაში გააუქმებს 2006 წლის “როსსელხოზნაზდორის” ბრძანებას რუსეთის ფედერაციაში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ და შესაბამის დოკუმენტაციებს გაუგზავნის რუსეთის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურებს.