53 ქვეყნის მასშტაბით 113 მილიონზე მეტი ადამიანი მწვავე შიმშილობას განიცდის. აღნიშნული ინფორმაცია The France 24-ის ინფორმაციით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2019 წლის საკვების კრიზისის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში შიმშილობის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ომი, ეკონომიკური ტურბულენტობა და კლიმატური კატასტროფები სახელდება.
შიმშილობის ყველაზე მაღალი რისკი კი იემენში, კონგოს რესპუბლიკაში, სირიაში და ავღანეთშია. გარდა ამისა, ვენესუელაშიც, თუ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ მოგვარდება.
„ქვეყნებში, რომლებიც შიმშილობის ზღვარზეა მოსახლეობის 80%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. მათ ჭირდებათ როგორც საკვებით დახმარება, ასევე დახმარება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაში“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
კვლევის მიხედვით, სიტუაცია 2017 წელს 124 მილიონი ადამიანი შიმშილობდა, თუმცა, ნაკლები სტიქიურ უბედურებების და გვალვის ფონზე, 2018 წელს მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვების არასრულფასოვანი კვება შემაშფოთებელია.