საზოგადოება “სენაკელები” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” საკრებულოს სხდომაზე გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევის საკითხის დაყენებას აპროტესტებდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას მითხოვდნენ. საკრებულოსთან მობილიზებული იყო პოლიციის ჯგუფები. ხალხმა შენობაში შესვლა მოინდომა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
პროტესტის მიუხედავად, სხდომა გაიმართა, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები გამგებლის მოვალეობის კანდიდატს გოჩა დგებუაძეს და საკრებულოს ყველა წევრს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებდნენ და მოითხოვდნენ, კონკურსის ჩატარებას გამგებლის ვაკანსიაზე.
თავად გოჩა დგებუაძე აცხადებს, რომ ის არის “ქართული ოცნების” წევრი და უარყოფს კავშირს სენაკის მაჟორიტართან, გურამ მისაბიშვილთან. ამასვე ადასტურებს პარტიის თავმჯდომარე დავით კილასონია.
ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, სხდომა ჩატარდა და გოჩა დგებუაძე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.