https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩოხატაურის სახალხო თეატრი 128 წლიანი ისტორიით

6:07; 10.07.2013
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურში პირველი წარმოდგენა 1885 წლის 3 ნოემბერს გაუმართავთ გიმნაზიის შენობაში, სადაც წარმოუდგენიათ გ. ერისთავის ორ მოქმედებიანი კომედია “ძუნწი” და აკ. წერეთლის ვოდევილი “ბუტიაობა”. ამ პერიოდში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, პირველი წარმოდგენები საქველმოქმედო მიზნით იმართებოდა. ამის დასტურია იმჟამინდელი ჟურნალ-გაზეთები: “დროება”, “თეატრი”, “ცნობის ფურცელი”. წარმოდგენებზე შემოსული თანხით ეხმარებოდნენ ჩოხატაურის სოფლებში არსებულ სკოლებს, სამკითხველოებს, ღარიბ მსმენელებს.

ამ პერიოდში წარმოდგენების დადგმას უმეტესად შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. სპექტაკლები ხშირ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ, სკოლებში ან პროგესულად მოაზროვნეთა ოჯახებში იმართებოდა, მაგალითად, სოფ. სამებაში წეროძეების ოჯახის ინიციატივით, სოფ. გოგოლესუბანში ანტონ ბერძენიშვილის “ოდაში”, სადაც ხშირად იმართებოდა იმჟამად ბათუმის გიმნაზიის მოსწავლის, შემდგომ კი აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე შუაფარცხმაში _ გლახუნა ბერძენიშვილის ოჯახში. 1913 წელს ჩოხატაურში გაიხსნა სახალხო სახლი, რომელსაც სახელოვანი ქართველი მსახიობის ლადო მესხიშვილის სახელი მიაკუთვნეს. სახალხო სახლის გახსნასთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილს სასცენო მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. დიდმა მსახიობმა ადგილობრივ სცენისმოყვარეებთან ერთად შეასრულეს ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ამ იუბილეს დამაგვირგვინებელი “აკორდი” ლადო მესხეშვილი იყო.

1921 წელს ჩოხატაურის თეატრის კომისრად დაინიშნა სერგო ბოლქვაძე, რეჟისორად აკაკი ცინცაძე. დასი შეივსო ნიჭიერი სცენისმოყვარეებით: სანდრო რამიშვილი, მიშა ჯალაღანია, ნიკო სიხარულიძე, ერმალო ბურჭულაძე, შოთა, დიმიტრი, ბიჭიკო ცინცაძეები, თამარ რამიშვილი, ვასილ, ლენა დუმბაძეები, ზინა ბერძენიშვილი, დარეჯან ჩიჩუა, კოკი რამიშვილი, ბესარიონ ნინიძე, ლუბა მეგრელიშვილი და სხვა. ისინი შთამბეჭდავ სახეებს ქმნიდენ სპექტაკლებში: გედევანიშვილის “სოფლის გმირები,” ანდრეევის “დღენი ჩვენი ცხოვრებისა,” ყაზბეგის “არსენა”, ერისთავის “სამშობლო”, გუნიას “მონადირე” და სხვა.

ჩოხატაურის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში შერწყმული იყო ჯანსაღი იუმორი და სატირა, მუსიკალური და დრამატული სცენები, სადა, ქმედითი თხრობა, ზოგჯერ კი შემტევი ტონიც. იდგმებოდა, როგორც ქართველი ისე რუსი და უცხოელი კლასიკოსების პიესები.

1931 წელს მოულოდნელად დაიწვა თეატრის შენობა. თეატრის ახალი შენობა აიგო 1932-1933 წწ.

ჩოხატაურის თეატრის დასს ნაყოფიერი მუშაობისათვის 1936 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭეს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად დაინიშნა ბატონი მიხეილ ჯალაღანია. მას გვერდით ედგა მისი მეუღლე ქალბატონი ნაზი კეჭაყმაძე. სახელმწიფო თეატრმა წარმატებით იმუშავა თორმეტი წლის მანძილზე. შემდეგ კი, როგორც მთელ საქართველოში პერიფერიების სახელმწიფო თეატრებს, ჩოხატაურშიც, უსახსრობის გამო, თეატრს დოტაცია მოუხსნეს და 1948 წელს სახელმწიფო თეატრი გაუქმდა. მაგრამ თეატრის დასს შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტია და ჩოხატაურის თეატრის მაყურებელს კვლავ მაღალ პროფესიულ დონეზე დადგმულ სპექტაკლებს სთავაზობდა.

1959 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო დადგენილება სახალხო თეატრის შექმნის შესახებ. რეჟისორად დაინიშნა ვლადიმერ ღამბაშიძე.

1960 წლის 4 იანვარს სახალხო თეატრმა წარმოადგინა ბათიაშვილის “ოქროს სათუთუნე”. ამავე წელს ჩოხატაურის თეატრმა მონაწილეობა მიიღო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ სახალხო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაში. სადაც წარმოადგინეს ტრიფონ რამიშვილის “სტუმარ-მასპინძლობა”, რომელიც განახორციელა საქართველოს სახალხო არტისტმა ვიქტორ ნინიძემ. ჟიურის გადაწყვეტილებით სპექტაკლს მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი. ასევე დიპლომებით დაჯოლდოვდა ინდივიდუალური შემსრულებლები. სპექტაკლის რეჟისორსა და მსახიობებს წარმატება მიულოცა საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა აკაკი ხორავამ.

ჩოხატაურში სტუმრად ჩამოსულმა ცნობილმა მსახიობმა ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, ჩოხატაურის თეატრის დასთან ერთად ითამაშა სპექტაკლებში “დარისპანის გასაჭირი”, ანტონ ჩეხოვის “დათვი”, ვოდევილებში — “არიქა, მიშველე”, “დუელი”, “სოფლის ფერშალი”.

1967 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სარაიონო თეატრების დათვალიერებაზე, ჩოხატაურის სახალხო თეატრმა წარმოადგინა შ. როყვას პიესა “დედა”. სპექტაკლს პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა. სპექტაკლის დამდგმელი მიხეილ ჯალაღანია, თვითმოქმედმა მსახიობებმა თავიანთი როლები პროფესიულ დონეზე შეასრულეს.

აი, ასეთი შეფასება მისცა სპექტაკლ “დედას”, საქართველოს სახალხო არტისტმა, ვახტანგ ნინუამ: “მე მომხიბლა ამ სპექტაკლის აკადემიურობამ, წინასწარ რომ არ მცოდნოდა, ვიტყოდი _ ჩემს წინ იყვნენ კვალიფიციური მსახიობები და არა სცენისმოყვარეები”.

საქართველოს სახალხო არტისტი ვიქტორ ნინიძე: “ჩემი თეატრალური მოღვაწეობა განუყრელადაა დაკავშირებული ჩოხატაურის თეატრალურ ცხოვრებასთან და გულითადად მახარებს, რომ დღევანდელი სახალხო თეატრი თითქმის უტოლდება ბევრ აკადემიურ თეატრს”.

პირველი ხარისხის დიპლომი მიენიჭა მთავარი მოქმედი პირის შემსრულებელს ქალბატონ თამარ მახარაძეს.

ამავე პერიოდში წარმატებით დაიდგა ებრალიძის “ამბავი ერთი სიყვარულისა”, ირეთელის “ქრისტინე”, კანდელაკის “ამაღლებული სოფელი”, ყაზბეგის “მამის მკვლელი” და სხვა.

ჩოხატაურის თეატრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ჩვენს სცენაზე სხვადასხვა პერიოდში წარმატებით დაიდგა ნ. დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის “მე ვხედავ მზეს”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი”, “ნუ გეშინია, დედა”, “თეთრი ბაირაღები”, “სისხლის ძახილი”.

რეჟისორ ბიჭიკო ღამბაშიძეს დიდი შრომა დასჭირდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების დადგმისათვის. წარმოდგენები გამოირჩეოდა მსახიობთა მართალი, ბუნებრივი თამაშით. სცენისმოყვარეები ძალდაუტანებლად, თავისუფლად მოქმედებდნენ.

ჩოხატაურის თეატრმა წარმატებით აჩვენა სპექტაკლები ქალაქ თბილისში გრიბოედოვის სახელმწიფო თეატრში. სხვადასხვა დროს წარმოადგინეს “მინდვრის დედოფალი” და “დაჭრილი არწივი” (რეჟისორი ილია არობელიძე) მოზარდმაყურებელთა თეატრში “შუაზე გაყოფილი ცრემლი” (რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე).

ჩოხატაურის თეატრში წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რეჟისორები: სერგო ბოლქვაძე, თედო წეროძე, მიხეილ ჯალაღანია, მიხეილ ნინიძე, ოთარ ანდრონიკაშვილი, სანდრო რამიშვილი, გაიოზ გოგიბერიძე, როსტომ ყენია, ზურაბ ხვედელიძე, ჯიმშერ ხოხიაშვილი, ვაჟა გოგოლაძე, ბიჭიკო ღამბაშიძე, ილია არობელიძე და სხვა. მხატვრები: შალვა ძნელაძე, გურამ ნინიძე, ირაკლი გორდელაძე, დავით უღრელიძე, ჯემალ ცინცაძე და სხვ. მუსიკალური გამფორმებლები: მურმან ბერულავა, ბონდო ბენდელიანი, ავთო მახარაძე, თენგიზ შამილაძე. მსახიობები: ანტონ ბარათაშვილი, გიგა სურმანიძე, ალექსანდრე შონია, ლელი პაიჭაძე, თამარ მახარაძე, თამარ ჯიხვაძე, მერი გიორგაძე, ლამარა დოლიძე, თამარ პაიჭაძე, ზოია ბარამიძე, ლოლა კობიძე, გურამ მეგრელიძე, შურა ოსეფაიშვილი, ტიტე შარაშიძე, მუხრან ჩიჩუა, არსენ დუნდუა, ენვერ ფასეიშვილი, ვანო ჟღენტი, ლევან გავაშელიშვილი, ვასო ბუბუტეიშვილი, ნუგზარ გურიელიძე, ზაურ კეკელიძე, ლელა კიკვაძე, მზია სიხარულიძე, ნინო ნინიძე, ვლადიმერ და აკაკი მელაძეები და სხვები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბატონ ბონდო ბენდელიანისა და რეზო თედორაძის უდიდესი ღვაწლი ჩოხატაურის თეატრისადმი. არ იყო ადვილი ენთუზიაზმზე დამყარებული თეატრის ასეთი წარმატებული მუშაობა, რის შედეგადაც ჩოხატაურის თეატრი საქართველოში მოწინავე თეატრების გვერდით თავის სიტყვას ამბობდა. ჩვენი თეატრის მაღალი პროფესიული დონე აღუნიშნავთ ქართული სცენის ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ: აკაკი ხორავა, ვიქტორ ნინიძე, დოდო ანთაძე, დიმიტრი ალექსიძე, გაიოზ იაქაშვილი და სხვები.

როგორც აღვნიშნეთ, თეატრს ჰქონდა, როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი პერიოდები.

2007 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის ცენტრის (ხელმძღვანელი თამარ კეკელიძე) ძალისხმევით კვლავ აღდგა სახალხო თეატრი, მას სათავეში უდგას გიორგი ცინცაძე, რომელმაც რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი განახორციელა და მაყურებლის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. დაიდგა სპექტაკლები: 2007 წელს ნაწყვეტები ნ. დუმბაძის ნაწარმოებებიდან, 2008 წელს ნ. დუმბაძის “თეთრი ბაირაღები” და ა. ნასინის პიესა “ქალაქში მანიაკი დადის”, 2009 წელს გ. ხუგაშვილის ვოდევილი _”ჩემი სიდედრი”, 2010 წელს შადიმან შამანაძის “ღია შუშაბანდი”, 2011 წელს ნ. დუმბაძის ნაწარმოებების კოლაჟი “სისხლის ძახილი”, 2012 წელს თამაზ მეტრეველის “სუპერქართველები”, 2013 წელს მოეწყო ვოდევილების საღამო “მოდი, ერთად ვიცინოთ”.

ნ. დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სახალხო თეატრმა აღადგინა ნ. დუმბაძის ნაწარმოებების კოლაჟი _ “სისხლის ძახილი”, რომელიც 19 ივლისს ნაჩვენები იქნება კინოთეატრ “გურიაში”.

თეატრალური დასს აქვს პრეტენზია, კვლავ აღდგეს ჩოხატაურში სახელმწიფო თეატრი, რაც ასევე მაყურებლის დიდი სურვილიცაა. იმედია, ეს იდეა შემოქმედებითი დასის ძალისხმევითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით აუცილებლად განხორციელდება.

R

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

"დიდი ალბათობით, მაღალი არტერიული წნევის პაციენტებს სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფს"

სალომე ზურაბიშვილს "ზედმეტად გამარჯვებული" "ოცნების" კიდევ გამარჯვება არასასურველად მიაჩნია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24.12.2025
მსოფლიო

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

12:56; 24.12.2025
საზოგადოება

“დაგვიობლდა ტაძარი” _ ყველასთვის საყვარელი მოძღვარი გარდაიცვალა

12:40; 24.12.2025
საზოგადოება

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა _ გიორგი კეპულაძე

12:29; 24.12.2025
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24.12.2025
საზოგადოება

ონლაინ შოპინგი: როგორ ავირიდოთ შეცდომები და შევარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

11:15; 24.12.2025
სამართალი

კახეთში კაცმა მძევლად საკუთარი ბებია აიყვანა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა – დეტალები

10:47; 24.12.2025
საზოგადოება

“ღმერთმა დალოცოს ამერიკა…“ _ პეტრე კოლხი მღვდელმსახურებას აშშ-ში გააგრძელებს

10:41; 24.12.2025
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები”

10:37; 24.12.2025
მსოფლიო

ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

10:34; 24.12.2025
საზოგადოება

“ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით” _ კობა ფარტენაძე

10:22; 24.12.2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და კომერციული ალღო   

10:05; 24.12.2025
Mass Image Compressor Compressed this image. https://sourceforge.net/projects/icompress/ with Quality:80
ზაფრანი

დაბადების დღის მნიშვნელობა   

10:04; 24.12.2025
ზაფრანი

რომელ ქალაქში იგრძნობთ თავს კარგად

10:03; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო