რომლებიც 2008 წლის ომის დროს დაზარალდნენ და აღებული ვალდებულებების დაფარვა ვერ შეძლეს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “ადგილობრივების პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე საუბრისას, მოსახლეობის მხრიდან რამდენიმე სახის პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ბანკების მიერ დავალიანების მქონე ოჯახების გამოსახლების საკითხი. არჩილ ხაბაძე მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და განუცხადა, რომ ხვალ საგანგებოდ მოიწვევს აჭარაში არსებული ბანკების ხელმძღვანელებს და კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსახლების გადავადებას.
რაც შეეხება სესხების რესტრუქტურიზაციას, აჭარის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ, რომელიც რამდენიმე თვეა სწავლობს თითოეული მოვალის საკითხს მთავრობის თავმჯდომარესთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, დავალიანების დაფარვისა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სპეციალური სქემა შეიმუშავა, რომელიც დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.
კომისიამ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული 94 ოჯახი შეარჩია, რომელთაც სესხი აქვთ აღებული ბანკებისგან და კერძო იპოთეკარებისგან. უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბანკთან რათა შეღავათიანი სესხი გაიცეს კერძო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ დავალიანების მქონე პირებზე. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრება 7 წლით. მთავრობა იღებს ვალდებულებას პირველი 3 წლის განმავლობაში დაფაროს სესხის პროცენტი. მსესხებელი გადაიხდის მხოლოდ 0-3%-ს, დარჩენილ საპროცენტო განაკვეთს აჭარის მთავრობა დაფარავს, რაც საერთო ღირებულების დაახლოებით 50%-იან თანადაფინანსებას გულისხმობს. თუკი თანადაფინანსების შემდგომ პერიოდში დარჩენილი ვალის გადახდის პირობები გადამხდელს არ დააკმაყოფილებს, მას თავისუფლად შეეძლება გადავიდეს მისთვის სასურველ საპროცენტო განაკვეთის მქონე ბანკში და წინასწარი დაფარვის საკომისიო არ გადაიხადოს. აღნიშნული 7 წლის განმავლობაში დაფარვის საკომისიო იქნება ნული.
შეხვედრისას ასევე დასახელდა ბანკების მხრიდან უსამართლოდ დარიცხული ჯარიმების პრობლემა, რაზეც არჩილ ხაბაძემ მსესხებლებს უპასუხა: „უკვე დარიცხული პროცენტების, ჯარიმების, ან სასამართლო ხარჯების დაფარვის საკითხზე მთავრობა იურისტებთან, არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა სექტორთან ერთად იმუშავებს. შედეგად შეისწავლება ყველა დაზარალებული ოჯახი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოხდა მათი დაჯარიმება. მსესხებლებმა ყველანაირად უნდა სცადონ გააგრძელონ მუშაობა და გაიუმჯობესონ მათი ფინანსური მდგომარეობა”.