https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნასედკების” დახმარებით შეკერილი საქმეები: ეპიზოდი II _ კახა რუსიძის საქმე

6:07; 15.07.2013
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პოლიციელის განცხადებით მას თავს სამი პიროვნება დაესხა.

მჟავანაძის დაჭრის საქმეზე, იმავე წლის 19 თებერვალს, დღის 2 საათისთვის, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 22 წლის კახა რუსიძე დააკავეს. რუსიძის სახლში ჩხრეკა 19 თებერვალს, ღამის 11 საათზე ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ოზურგეთის შს რაიგანყოფილებაში 20 თებერვალსაა დაფიქსირებული. 2005 წლის 19 თებერვალს, პოლიციის უფროსს ელგუჯა ჩავლეიშვილს სს სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის ლეიტენანტმა გიორგი შალიკაშვილმა პატაკი შეუტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქ. 9-ში მცხოვრები კახა რუსიძე ეჭვმიტანილი იყო პოლიციელი მჟავანაძის დაჭრაში და დანას უნდა ინახავდეს სახლში. შალიკაშვილი პოლიციის უფროსს შემდგომ რეაგირებას სთხოვდა. იმავე რიცხვში აღნიშნული პატაკი შალიკაშვილს ჩავლეიშვილმა დააწერა. თუმცა, პატაკის ასლის ნახვისას პოლიციის უფროსმა ელგუჯა ჩავლეიშვილმა პატაკზე საკუთარი ხელმოწერა უარყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკა დაიწყო 22 საათსა და 30 წუთზე და დასრულდა 22 საათსა და 55 წუთზე. ჩხრეკის შედეგად, რუსიძის სახლიდან ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული დასაკეცი დანა, რომელზეც იკითხებოდა წარწერა _ “სტსს”. ოქმში დაფიქსირებულია, რომ დანაზე რამდენიმე ადგილზე სისხლის კვალია. ჩხრეკას ორი მოწმე ჰყავდა _ გია გაბიტაძე და გოგი ჩოგაძე. ოქმი გიორგი შალიკაშვილმა შეადგინა.

_ იმ ღამეს ძლიერ თოვდა. ჭიშკარი ბოქლომით მქონდა დაკეტილი. ეზოში გამოვედი, ჭიშკარზე პოლიციის მუშაკი გადმომხტარიყო. შევეკითხე ვინ ხარ,-მეთქი. მისი თქმით, იგი პოლიციიდან იყო და კახა რუსიძეს ეძებდა. როგორც ვიცოდი, კახა დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ასე ვუთხარი პოლიციელსაც. 88 წლის კაცი ვარ, შევშინდი _ რა უნდოდა პოლიციელს ჩემს ეზოში შუაღამისას? როდესაც დავინტერესდი და ვიკითხე, რა ხდებოდა, პოლიციელმა აგდებულად მითხრა, რომ მე არავინ მეკითხებოდა და საჭირო არ ვიყავი პოლიციელისთვის. წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე, სახლში შევედი და დავიძინე, _ იხსენებს რუსიძის მეზობელი,

აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე # 5605811 სსსკ-ის 294_305 და 308 მუხლების შესაბამისად. საქმეს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი გოჩა კილაძე იძიებდა.

გოჩა კილაძემ 2005 წლის 20 თებერვალს დაკითხა ჩხრეკის დამსწრე მოწმე გოგი ჩოგაძე. ჩვენების ოქმში ჩოგაძე განმარტავს, რომ 19 თებერვალს, ღამის 22 საათზე, თაყაიშვილის ქუჩის გავლით სამუშაოდან ბრუნდებოდა. გზაში პოლიციელები შეხვდნენ და მისთვის უცნობი პიროვნების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე დასწრება თხოვეს. აქვე, ჩხრეკის მეორე მოწმეც იყო. ჩოგაძის თქმით, პოლიციელებმა მას მოწმის უფლება-მოვალეობანი განუმარტეს.

აღსანიშნავია, რომ გოგი ჩოგაძე მოწმის სახით პოლიციელთა მიერ გახსნილ კიდევ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. ანალოგიურად, რამდენიმე ათეულ საქმეში ფიგურირებს გიორგი გაბიტაძის გვარიც _ ზოგან დაზარალებულია, ზოგან კი მოწმე (ერთი ეპიზოდის შესახებ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გიამბეთ). სისხლის სამართლის საქმეების თანახმად, გაბიტაძე ჩვენებებს ხშირად ცვლიდა.

იგი რუსიძის სასამართლოზეც ასე მოიქცა _ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე გაბიტაძე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 19 თებერვალს, ის, გიორგი შალიკაშვილის ზარის შემდეგ მივიდა პოლიციაში, საიდანაც რუსიძის სახლში ჩხრეკაზე წაიყვანეს. მოწმის თქმით, შალიკაშვილს მსგავსი დავალებით არაერთხელ მიუმართავს მისთვის და ოზურგეთის სასამართლო არქივში მისი ხელმოწერით ბევრი საქმე ინახება, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და ყველაფერი ძალდატანების შედეგია.

სასამართლოს სხდომის ოქმი. მოწმის ხელწერილი. 30. 08. 2005 წელი: “მოვალე ვარ, ვთქვა სრული სიმართლე, რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით რომლის გამოც დაბარებული ვარ მოწმედ. განმემარტა, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის თავის არიდების ან ცრუ ჩვენებისთვის პასუხს ვაგებ,” _ ხელს აწერს გაბიტაძე.

იმავე საქმის კიდევ ერთი დოკუმენტი. გვ. 98: “საშ. განათლებით, სამართალში არ ყოფილა, დრ. უმუშევარი ცოლშვილიანი, მცხ. ოზურგეთის…. გაფრთხილებული იქნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა ისჯება ჯარიმით ან თ\ა ვადით 5 წლამდე. აჩვენებს: ვცხოვრობ ოზურგეთში. 2005 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 22 საათისთვის ვიმყოფებოდი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შემხვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ვიცნობდი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელს შალიკაშვილს. მთხოვა, რომ დავსწრებოდი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. მე მათ გავყევი. მივედით თაყაიშვილის ქ. #9-ში. ჩხრეკას ესწრებოდა ერთი დამსწრე და ოჯახის დიასახლისი. ჩხრეკას მე არ დავსწრებივარ. ვიჯექი სავარძელში. დანის ამოღება მე არ დამინახავს. ხელი მოაწერეო, მითხრა პოლიციის თანამშრომელმა და მეც მოვაწერე. ვითხოვ გამოქვეყნდეს საქმეში არსებული ჩემი ჩვენება,” _ ეს ჩვენება გაბიტაძეს ეკუთვნის და გამოქვეყნებულ იქნა.

პროკურორის შეკითხვაზე მოწმე გაბიტაძე პასუხობს: “აღნიშნული საქმის ფურცლებზე ხელწერა არის ჩემი შესრულებული. ჩემთვის ეს ჩვენება არ ჩამოურთმევიათ. მე მითხრა პოლიციამ, დაჯექი სავარძელშიო. ჩემ გარდა ყველანი წავიდნენ და ეძებდნენ რაღაცას. მე დანა არ დამინახავს,” _ აკონკრეტებდა გაბიტაძე.

კახა რუსიძის დედა ჩვენთან საუბრისას იხსენებდა, რომ გაბიტაძემ სიმართლის თქმის სანაცვლოდ, მას ფული მოსთხოვა:

“გია გაბიტაძე ჩემს სახლში ნამყოფია მაშინ, როდესაც პოლიციამ ჩემი შვილი უკანონოდ დააკავა, სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ვითომ დანა ამოიღეს. სიმართლისთვის ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ. საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო, როცა გაბიტაძის პიროვნებით დავინტერესდი და სახლში მივაკითხე. მიპასუხა, გიორგი შალიკაშვილი მიყენებდა ასეთ საქმეებზე და მე არ ვიცოდი, სად მივდიოდიო. ვუთხარი, სიმართლე ეღიარებინა. მან ამის სანაცვლოდ 200 ლარი მთხოვა, რომ ადვოკატ ნანა დარჩიასთან ორდერი გაეჭრა _ მისი თქმით, თავდაცვისთვის და პოლიციელების ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. მივედი დარჩიასთან. მან მითხრა, რომ გაბიტაძისთვის არ დამეჯერებინა, რადგან ეს პიროვნება მსგავს საქმეებს ხშირად აკეთებდა _ გაბიტაძე ერთი ჩემი კლიენტის საქმეშიც ფიგურირებს “პლანის ჩადებაზეო”, მითხრა დარჩიამ,” _ ამბობდა “გურია ნიუსთან” საუბრისას ნინო რუსიძე.

ამ ისტორიას, ადვოკატი ნანა დარჩიაც ადასტურებს: _ ჩემი კლიენტი იყო ვინმე იგორ ტყეშელიაძე, რომელსაც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებას ედავებოდა გამოძიება. ეს იყო 2005 წელს. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე გია გაბიტაძე იყო, _ გვითხრა დარჩიამ.

2005 წელს, “გურია ნიუსთან” საუბრისას გაბიტაძე ამბობდა, რომ პოლიციელების მიერ ხშირი იყო შანტაჟი და მსგავს საქმეებში მონაწილეობაზე ძალდატანება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შალიკაშვილმა ამ ამბებიდან მოკლე ხანში პოლიციის სისტემა დატოვა და ადვოკატობა დაიწყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ისევ ძველ სისტემას დაუბრუნდა და დღეს ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოჩა ფერსაშვილის თქმით, შალიკაშვილის წარსულის საქმიანობა მისთვის უცნობია. თავად შალიკაშვილს ვერ დავუკავშირდით _ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

ამ საქმეში იყო კიდევ ერთი გარემოება _ რუსიძის დაკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერა რუსიძეს არ ეკუთვნოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბრალდებულმა წერა-კითხვა არ იცოდა.

საქმის გამომძიებელი, გოჩა კილაძე, ხელმოწერის ექსპერტიზაზე უარს აცხადებდა, თუმცა, შეცდომას არ გამორიცხავდა.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გელა გიგინეიშვილი და მისი მოადგილე, ზაზა ჩუბინიძე იმ პერიოდში პირობას დებდნენ, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული. ამავე პირობას დებდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანიაც, რომელიც ამბობდა, რომ პროკურორი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯებოდა. თუმცა, ამ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თეთრი ძაფი ჩანდა, არავინ დასჯილა.

კახა რუსიძის დედამ, სამართლის საძიებლად მართლაც რომ “რკინის ქალამნებით” იარა: _ ვის არ მივმართე დასახმარებლად _ ელენე თევდორაძეს, გენერალურ პროკურატურას… სიმართლე ვერსად ვიპოვე. პურის ფული მენატრება, სწორედ ეს გახდა ჩემი შვილის დაკავების მიზეზი. იფიქრეს, უპატრონო ბავშვია და დანაშაულს ადვილად “შევტენითო”. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს, ქვას გავხეთქავ და ჩემი შვილის სიმართლეს დავამტკიცებ. ერთი წელია, კახა უდანაშაულოდ ზის ციხეში. ნუთუ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს?! 10 წელიც რომ დამჭირდეს, სიმართლეს მაინც დავადგენ, ჩემი და ჩემი შვილის წვალებისთვის ყველას ვაზღვევინებ. მჯერა, სამართალს სადღაც მაინც ვიპოვი, _ ამბობდა ნინო რუსიძე, რომელმაც სამართლის პოვნა დღემდე ვერ შეძლო.

ასეთი საქმეები კი ძალიან ბევრია… ყველა მათგანის კვალი კი დღევანდელ ჩინოვნიკებთან _ ზაზა ჩუბინიძესთან და ილია ჯალაღანიასთან მიდის _ სწორედ მათი ხელმძღვანელობის დროს იკერებოდა ე.წ. “ნასედკების” დახმარებით საქმეები, რომლის გამოძიებით თავი არავის შეუწუხებია. არადა, ამ საქმეებში ბევრი ისეთი მტკიცებულება არსებობს, რაც კონკრეტული ადამიანების უდანაშაულობას ამტკიცებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუხდათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ჩიტიძის კურიოზული ბრძანება და მაღალი პრემია მძღოლებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო