თევდორაძე ხელისუფლებას მიქაუტაძის და გუნავას საქმეებს ახსენებს და ურჩევს, სწორედ ასეთი საქმეები იყოს მათი ზრუნვის მთავარი საგანი.
“ეს არის ძალიან სპეციფიური კანონი. მგონია, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს პოლიციაში ამ ბოლო დროსაა შექმნილი, უფრო მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ გუნავას აყვანის საქმეს, სადაც მთელი რიგი პროცედურული დარღვევები იყო; მიქაუტაძის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მთელი რიგი ეჭვები. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა საკანონმდებლო ბაზით არ იყო გამოწვეული. ეს უფრო სისტემურ მიდგომას მოითხოვს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მთავარი დახვეწის ზრუნვის და სრულყოფის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსი და მმართველი გუნდის. პოლიცია უნდა პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რომელიც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.