პარლამენტის აპარატის 138 ვაკანტურ თანამდებობაზე თავდაპირველად 3551 განცხადება იქნა შემოტანილი, თუმცა ბევრი მათგანი საკონკურსო პირობებს ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო, მსგავსი განცხადებები არ იქნა განხილული. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დადგენილებით, თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე საკავალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად 1231 კონკურსანტის განცხადება იყო ატვირთული, 1551 კონკურსანტის განცხადება კი ტექნიკური ხარვეზებით იყო წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის არასრულყოფილად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობის მიცემის ვალდებულება, კონკურსანტებს ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა მიეცა.
საბოლოოდ, კონკურსის პირველ ტურზე, რომელიც კომპლექსური ტესტირების ფორმით ჩატარდა, 1499 ადამიანი იქნა დაშვებული. მათგან 531 არ გამოცხადდა და ტესტირება 968 ადამიანმა გაიარა. ტესტირებით, რომელიც კომპიუტერული პროგრამის მიერ შერჩეულ 100 კითხვას მოიცავდა, მოწმდებოდა კონკურსის პროგრამით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო ენის, ერთ-ერთი უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 75 ქულა 968-დან 750 კონკურსანტმა გადალახა, თუმცა ხუთ საუკეთესო მაჩვენებელში მხოლოდ 524 მოხვდა.
ამგვარად, 138 ვაკანტური თანმდებობის დასაკავებლად მეორე ტურში 524 კონკურსანტი მონაწილეობს.
მეორე ტური – გასაუბრება 22 ივლისიდან დაიწყება.