გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ კ. მ.-სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.
სამართალდამცველებმა ე. ფ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს, _ იუწყება შს სამინისტრო.