შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გამგეობის აუდიტის სამსახურმა კულტურის ცენტრში მუშაობა დაასრულა. როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ფაცურიამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, აღმოჩენილია საკმაოდ ბევრი შეუსაბამობა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის თქმით, ჭელიძე გუშინ იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან: “გუშინ ბრძანებით გავათავისუფლე საკუთარი განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება ახსნა-განმარტებით ბარათს, იქ გაბათილებულია ნაწილი იმ დასკვნებისა, რაც აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა იქ მომუშავე თანამშრომელი თამილა წილოსანი.”
” გურია ნიუსი“ მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მოგვიანებით მოგაწვდით სრულ ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნასა და სოფიკო ჭელიძის ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით.